„ჩვენს მაღაზიაში მცირე მარნების ღვინოების ყველაზე დიდი არჩევანია – პროდუქცია მთელი საქართველოდან არის წარმოდგენილი“
2019 წლიდან ღვინის მაღაზია „ბრენდ ვაინის‘‘ პირველი მაღაზია თბილისში, ვაკეში, მისამართზე მცხეთის ქუჩა 48/50 ფუნქციონირებს. 2022 წლიდან კი საბურთალოს გზის ცენტრალური ტრასიდან რამდენიმე მეტრში, მაღაზიის ფილიალი გაიხსნა.
მ. თამარაშვილის ქუჩაზე 4ა-ში მდებარე მაღაზია „ბრენდ ვაინი“ გაცილებით მასშტაბურია და ალკოჰოლური სასმელების მოყვარულთათვის, ამგვარ სივრცეში თავმოყრილი სხვადასხვა დასახელების პროდუქტის შერჩევა დიდი კომფორტია.
სამომავლოდ „ბრენდ ვაინის“ მესამე ფილიალის გახსნა ძველი თბილისის ტერიტორიაზეა დაგეგმილი.
გიორგი ჩხაიძე (მაღაზიების ქსელის „ბრენდ ვაინი“ და სასტუმროს „ღვინის სასახლე“ მფლობელი):
– როგორც პირველ მაღაზიაში, ისე მეორეში, თბილისში ღვინის ყველაზე დიდი არჩევანია. ფაქტობრივად პროდუქცია მთელი საქართველოდან არის წარმოდგენილი და ეს მარაგი მუდმივად მზარდია. ჩვენს მაღაზიაშია ღვინის 1800-მდე სახეობა და ამ თვალსაზრისით კონკურენციას ვერავინ გვიწევს. ამაში შედის, როგორც ქარხნის, ისე მცირე მარნის პროდუქცია, არაყი, ლიქიორი, კონიაკი, შამპანური, სიდრი. ხალხში პოპულარულია როგორც ბოთლის ღვინო, ისე მცირე მარნების პროდუქცია. ჩვენ კონსიგნაციის პირობებით არ მუშაობთ, არამედ სარეალიზაციო პროდუქციას მწარმოებლისგან პირდაპირ ვიძენთ. სასმლის ფასები იწყება 12 ლარიდან და იზრდება 150 ლარამდე. ასე რომ, აქ შეიძლება ყველა გემოვნების ადამიანმა იპოვოს მისთვის სასურველი სასმელი.
უწინ, ტრადიციად გვქონდა და სისტემატურად ვმართავდით სადეგუსტაციო საღამოებს. კოვიდპანდემიის დროს ეს აღარ ხერხდებოდა და ღონისძიებები დროებით გავაუქმეთ. ახლა ამ ტრადიციის გაგრძელებას ისევ ვაპირებთ. მცხეთის ქუჩაზე მაღაზიასთან დიდი სივრცეა, სადაც ამ სეზონზე პირველი, ღვინის სადეგუსტაციო-შემეცნებითი საღამო 18 მაისს გაიმართება.
სავარაუდოდ, ასეთი შეხვედრები თვეში ორ-სამჯერ გვექნება. სადეგუსტაციო საღამოებზე, სტუმრებს უშუალოდ შევხვდები მე და იმ კომპანიის დამფუძნებლები თუ წარმომადგენლები, ვისი პროდუქტიციასაც წარმოვადგენთ. ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება სასმელის წარმოების შესახებ მეტი დეტალი, საუბრის რეჟიმში შეიტყოს.
უნდა აღინიშნოს, რომ ღვინო საზღვარგარეთიდან არ შემომაქვს, ორიენტირი მაქვს მხოლოდ ქართულ პროდუქციაზე. დიდ პატივს ვცემ საქართველოში არსებულ მცირე საოჯახო მარნებს, რომლის წარმომადგენლებთან ვმეგობრობ და ამავდროულად ვთანამშრომლობთ კიდევ. მათი ნატურალური ღვინოები, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა გაიცნოს, ყველას ვურჩევ ეს სასმელი დააგემოვნოს და ამგვარად ვცდილობ მცირე მარნების პოპულარიზაციას.
საქართველოში ჩამოსული სტუმრები, ხშირად გამოთქვამენ სურვილს უშუალოდ გაეცნონ ღვინის დაყენების პროცესს, ამ მიზნით ისინი ჩვენი გიდების მეშვეობით და ჩვენი ორგანიზებით, ცნობილი მეღვინეების საოჯახო მცირე მარანს სტუმრობენ.
ბოლო 1 წლის განმავლობაში საოჯახო მარნების რიცხვი გაიზარდა. ასეთ ადამიანებს სახელმწიფოს, კერძო სამინისტოს მხრიდან მეტი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკური წინსვლისა და საქართველოს პოპულარიზაციისთვის აუცილებელი და წინგადაგმული ნაბიჯია.
ბოლო დროს ასპარეზზე გამოჩდნენ ქალი მეღვინეები, რომელთანაც თავის პროდუქცია ევროპაში გააქვთ. თანამშრომლობა დავიწყეთ და ჩემს სასტუმროში „ღვინის სასახლე“ უკვე 3 ასეთი კომპანიის პროდუქტის დეგუსტაცია გაიმართა. ისინი ბიო ღვინოებს აწარმოებენ, დიდი პოტენციალი აქვთ და მეღვინე ქალბატონების მხარდაჭერას მომავალშიც სიამოვნებით გავაგრძელებთ.
(R)
ანა კალანდაძე