გადასვლა მთავარ შიგთავსზე
რაჭა - ლეჩხუმიtravelnews.ge

“ჭრებალოს მარანი” სასტუმროს ზაფხულის ბოლოს გახსნის

ყველა სიახლეზე დაბრუნება
chrebalos marani
chrebalos marani

“ჭრებალოს მარანი” სასტუმროს გახსნას ზაფხულის ბოლოს გეგმავს. როგორც “ჭრებალოს მარნის” თანადამფუძნებელი სალომე ლეკიშვილი “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, ამჟამად მშენებლობა მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, მომხმარებლების მხრიდან სასტუმროს მიმართ დაინტერესება მაღალია.

“წელს დავიწყეთ სასტუმროს მიმართულების განვითარება.  პროექტი  მარნის ტერიტორიაზე ხორციელდება.  შეიძლება ითქვას, რომ ტერიტორია მოიცავს მცირე ზომის ტურისტულ კომპლექს – მარნით, რესტორნით და სასტუმროთი. ეს იქნება სასტუმროს სტილის, 8-ნომრიანი შენობა”, – აცხადებს სალომე ლეკიშვილი.

მისივე ინფორმაციით, მარნის სტუმრები ძირითადად ადგილობრივი ტურისტები არიან.

“შეიძლება ითქვას, რომ 70% არის ადგილობრივი, ხოლო 30% უცხოელი ტურისტია. 2024 წელს მზარდი ტენდენცია ფიქსირდებოდა და ამის მოლოდინი წელსაც გვაქვს. 2024 წელს ჩვენ რაჭა-ლეჩხუმში გასტრონომიული ტური ჩავატარეთ, რომელიც რაჭის და ლეჩხუმის გასტრონომიულ გაცნობას მოიცავდა და მომავალში ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები უფრო აქტიურად დავგეგმოთ”, – აღნიშნავს სალომე ლეკიშვილი.

ცნობისთვის, მარანი  ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭრებალოში, ხვანჭკარის ზონაში მდებარეობს. განთავსებულია 1896 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში მდინარე ასკის პირას, ხოლო ვენახი გაშენებულია სოფ. ჟოშხაში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე.

კომპანიის მფლობელები წარმოადგენენ თავად სოფელ ჭრებალოს დამფუძნებლების შთამომავლებს, სწორედ ამან განაპირობა სოფ. ჭრებალოს ისტორიულ შენობაში ღვინის საწარმოსა და მარნის დაარსება. „ჭრებალოს მარანი“  რაჭა-ლეჩხუმის რჩეული ვენახებიდან 7 სახეობის ქვევრის, მშრალ და ნატურალურად ნახევრად ტკბილ ღვინოებს აწარმოებს. მარანში ხდება ასევე ჭაჭის წარმოებაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…

ტურისტული გიდების რეგისტრაცია საქართველოში
აჭარა

ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურაგენტების რეგისტრაცია სავალდებულოა – 2027 წლიდან ჯარიმები ამოქმედდება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს ახალი საკანონმდებლო ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს. 2026 წლის 1 ივნისიდან ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების (ტურაგენტების) რეგისტრაცია ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში სავალდებულოა. რეგისტრაციის…