გადასვლა მთავარ შიგთავსზე
იმერეთიtravelnews.ge

ჩინეთისთვის საინტერესო შესაძლოა უფრო იმერული ღვინო იყოს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
imeruli gvinoebi
imeruli gvinoebi

ჩინელებისთვის, შესაძლოა ჩვენი ქვევრის, უფრო იმერული ღვინო აღმოჩნდეს განსაკუთრებით საინტერესო, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შალვა ხეცურიანმა ისაუბრა.

კითხვაზე – რამდენად აქვს პერსპექტივა ქართულ ღვინოს, ჩინურ ბაზარზე წამყვანი პოზიციები დაიკავოს, შალვა ხეცურიანი განმარტავს, რომ ქართული ღვინისთვის ჩინური ბაზრის მაქსიმალურად ათვისება იოლი არ იქნება, თუმცა, იქ მიმდინარე პროცესები და ტენდენციები საინტერესო პერსპექტივებს აჩენს.

„სადაც ისმის რუსეთის ალტერნატივა, საკითხი უკვე ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია. არ იქნება იოლი, მაგრამ ღვინის მოხმარების ნაწილში იქ ძალიან საინტერესო პროცესები და ტენდენციები ფიქსირდება.

ჩინელებისთვის წითელი ღვინო ფრანგულთან ასოცირდება, თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ჩინელებმა თითქმის გაიარეს ეტაპი, როცა ფასს ჰქონდა მნიშვნელობა, შეშლილები იყვნენ ბორდოზე და ამან, სხვათა შორის, ბორდოშიც კი კრიზისი გამოიწვია. აღსანიშნავი ის არის, რომ ახალგაზრდებს უფრო დიდი ინტერესი აქვთ ღვინის მიმართ, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, თუმცა, გემოს თვალსაზრისით ნახევრად მშრალი, უფრო ტანინიანი ღვინისთვის იქ მზად ჯერ არ არიან. საჭიროა უფრო უკეთ მომზადება და არა ისე, რომ მთლიანად გადავეწყოთ ჩინელი მომხმარებლის პრეფერენციებზე.

ჩინელები ძალიან დიდ პატივს სცემენ არქაულობას, ავთენტურობას და გვაქვს კიდეც კარგი მარკეტინგული რესურსი, რომ ჩვენი ღვინით დავაინტერესოთ. სწორედ ჩვენი ქვევრის, შესაძლოა, უფრო იმერული ღვინო აღმოჩნდეს მათთვის განსაკუთრებით საინტერესო, – ამბობს შალვა ხეცურიანი.

commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…