გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ჩეხები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ყველა სიახლეზე დაბრუნება
chekhebi
chekhebi

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩეხეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს მასპინძლობს. 

გაცნობითი ტური საქართველოში თურქეთის ავიახაზებთან თანამშრომლობით ტარდება.

„ ჩეხეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიები ეწვივნენ საქართველოს, გაიმართა შეხვედრები ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, 1 კვირის განმავლობაში მათ მოინახულეს საქართველოს რამდენიმე რეგიონი და გაეცნენ ტურისტულ პოტენციალს, რათა სამომავლოდ თანამშრომლობა შედგეს და საქართველოში ბევრად მეტი ჩეხი ტურისტი ჩამოვიყვანოთ“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

ინფო ტურის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჩეხი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს B2B ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ, სადაც ჩეხეთიდან საქართველოში, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე,  ტურისტული ნაკადების მოზიდვის და ტურისტული პაკეტების თემები განიხილეს. ჩეხი ტუროპერატორები დაინტერესდნენ სათავგადასავლო, გასტრო და ღვინის ტურიზმით.

„საკმაოდ წარმატებული შეხვედრები გვქონდა ჩეხ ტუროპერატორებთან, შეხვედრებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა საქართველოს ტურისტულ მიმართულებაზე და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ჩეხური ტურისტული კომპანია დაინტერესდება ჩვენი ქვეყნით და მეტი ტურისტი ჩამოვა ჩეხეთიდან საქართველოში“-აცხადებს ვიზიტ ჯორჯიას წარმომადგენელი ქეთი წიკლაური.

„საქართველოთი 20  წელზე მეტია დაინტერესებულები ვართ, ჩვენ ახლა ვცდილობთ ახალი პარტნიორების შეძენას და ახალი მიმართულების აღმოჩენას, ჩემთვის დიდი ინსპირაციაა საქართველოში კულინარიული და ღვინის ტურიზმი და გვინდა ეს მიმართულებები განვავითაროთ. ჩეხი მოგზაურები აქტიური ტურიზმით არიან დაინტერესებულები და მათ იზიდავთ როგორც კურორტები, ასევე სათავგადასავლო ტურები და ღვინის ტურიზმი“-აცხადებს ჩეხი ტუროპერატორი მილოშ პოდპერა.

ჩეხეთიდან 6 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა თბილისისა და მცხეთის მონახულების შემდეგ კახეთში წინანდალი, ხოლო შიდა ქართლში უფლისციხე დაათვალიერა.  ტუროპერატორები საქართველოს კულტურულ, კულინარიულ და ღვინის ტურიზმს გაეცნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…