გადასვლა მთავარ შიგთავსზე
გურიაtravelnews.ge

ბრუნვის მიხედვით TOP 5 სასტუმრო – ვინ არიან მფლობელები

ყველა სიახლეზე დაბრუნება
top 5 sastumro
top 5 sastumro

საქართველოში ტურიზმის მაჩვენებლები წლიდან წლამდე მზარდია, რაც აისახება როგორც საერთაშორისო ვიზიტებზე, ისე განთავსების ობიექტების რაოდენობის ზრდაზე. შესაბამისად სექტორში მაღალია კონკურენციაც.

Business Insider Georgia 2025 წლის II კვარტალში არსებული ბრუნვის მოცულობის მიხედვით  საქართველოში TOP 5 სასტუმროთი დაინტერესდა. საინტერესოა ასევე ვინ არიან ამ განთავსების ობიექტების მფლობელები. 

  • შპს პარაგრაფ თბილისი სითი
  • შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი
  • შპს აჭარა ჯგუფი
  • შპს პარაგრაფ შეკვეთილი
  • შპს ლოპოტა

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

შპს პარაგრაფ თბილისი სითი – რეგისტრაციის თარიღია 18/07/2019. მისი 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება თბილისი სითი. გენერალური დირექტორი – გაბრიელა დიტეტოვა, ხოლო დირექტორი – მაკა შამუგია.

შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი – კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 09/08/2010. კომპანიის მესაკუთრეები არიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს სილქ რიალ ისთეით და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სილქ როუდ გრუპ (მალტა) ლიმიტედ.დირექტორი – ლევან გაჩეჩილაძე.

შპს აჭარა ჯგუფი – კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 19/05/2023. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს აჭარა ჯგუფის ჰოლდინგი. დირექტორი – ნატო ჯაფარიძე.

შპს პარაგრაფ შეკვეთილი – კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 22/03/2018. მისი 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბლექ სი რიზორთსი. დირექტორი – ფარვიზ იურჩიკი.

შპს ლოპოტა – კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 27/12/2016. მისი 28.333333333%-იანი წილის მფლობელია ეკატერინე ბატიაშვილი, 28.333333333%-იანი წილის ელენე მაისურაძე, 28.333333333%-იანი წილის ანა მაისურაძე, ხოლო დარჩენილი 15%-იანი წილის – მიხეილ ნაცვლიშვილი. დირექტორი – გიორგი ქევანიშვილი. 

businessinsider.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…