გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ბოტანიკურ ბაღში იაპონური ბაღის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
iaponuri bagi
iaponuri bagi

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში არსებულ იაპონურ ბაღში აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი თბილისის მერიისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, აღდგება იაპონურ ბაღში არსებული დაზიანებული ისეთი ელემენტები, როგორებიცაა: ტორის ჭიშკარი, მინიატურული ხიდი, ცერემონიების სცენა და სხვა.

სამუშაოები, თავდაპირველი პროექტის მსგავსად, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიმართვის საფუძველზე, იაპონური ლანდშაფტური კომპანია „კოსუგის“ (Kosugi Zohen Co) მიერ,  ლანდშაფტის არქიტექტორის, საერთაშორისო პროექტების მენეჯერის, ანდრეას ჰამაჰერის უშუალო ხელმძღვანელობით ხორციელდება. პროცესში ასევე მონაწილეობენ იაპონელი სპეციალისტები, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მებაღეები და ტექნიკოსები.

იაპონური ბაღი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის, საქართველოში იაპონიის საელჩოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ძალისხმევით, JAPAN EXPO’70 FUND-ის მხარდაჭერით, 2016 წელს გაშენდა.

მსოფლიოში აღიარებული ტრადიციული იაპონური საბაღო ხელოვნების ნიმუში საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ტურისტებსა და ადგილობრივ დამთვალიერებლებს შორის. გახსნის დღიდან იაპონური ბაღი ასრულებს იაპონიის კულტურის სიმბოლოს როლს – რეგულარულად ტარდება საკურას ყვავილობის ფესტივალები, ჩაის ცერემონიები, იაპონური მასტერკლასები და იაპონური კულტურისთვის დამახასიათებელი სხვა ღონისძიებები.

ბაღი 250 კვ.მ ფართობზეა გაშენებული და მასში იაპონური ხელოვნების ისეთი თვალსაჩინო ნიმუშებია განთავსებული, როგორებიცაა: ტორის ჭიშკარი, მინიატურული ხიდი, ტასოტოს სტილის ქვის კოშკი და სხვა. ყველა ეს ელემენტი საქართველოში იაპონიიდან არის ჩამოტანილი. ტერიტორიაზე დარგულია სხვადასხვა სახეობის 200-მდე მცენარე, მათ შორის, ნეკერჩხალი, იაპონური ალუბალი – საკურა და სხვა.

რეკონსტრუქციის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. ვიზიტორებს განახლებული იაპონური ბაღის დათვალიერების შესაძლებლობა 10 მარტიდან ექნებათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…