გადასვლა მთავარ შიგთავსზე
სამცხე ჯავახეთიtravelnews.ge

ბორჯომის პარკის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
borjomis parki
borjomis parki

ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის ცენტრალურ პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს. 

ამ ეტაპისთვის  რეაბილიტაცია უტარდება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე  ბორჯომის ყოფილ ქარხანას. აქტიურად  მიმდინარეობს შენობის ფასადის სრული რესტავრაცია.

პროექტი ითვალისწინებს ბორჯომის ისტორიული პარკის სრულ განახლებას, მათ შორის, დაგეგმილია გასართობი, საბავშვო, სპორტული მოედნების მოწყობა და საფეხმავლო ბილიკების განახლება.

აქტიურ ფაზაშია პარკის სპორტული სივრცეების რეაბილიტაცია. უკვე  დასრულებულია  პადელის სამი კორტის მშენებლობა, მიმდინარეობს  მულტიფუნქციური სტადიონისა და სკეიტ პარკის მოწყობა, რაც  ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდების სოციალიზაციას.

პარკის გასართობ ზონაში  განთავსდა 5 ახალი ატრაქციონი. ამ ეტაპისთვის „თოკების ქალაქის“ ატრაქციის მიმდებარედ  მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

ბორჯომის ცენტრალურ პარკში მდებარე პრომეთეს ძეგლის მიმდებარედ მოეწყო ახალი მოსასვენებელი სივრცე, დაემატა მწვანე ნარგავები, სრულად განახლდა  სადრენაჟე და სარწყავი სისტემები.

პარკი  სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

ბორჯომის განახლებული ცენტრალური პარკის  პროექტის  საორიენტაციო ღირებულება 35 მილიონი ლარია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…

საქართველოში ზამთრის ტურიზმი - თეთნულდის სათხილამურო კურორტი.
აჭარა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 2026-2027 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში იგეგმება.

ზამთრის ტურიზმი საქართველოში ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი შესაძლებლობებით ხვდება. 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში მზადება მიმდინარეობს. პარალელურად, კვლავ აქტუალურია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა,…