გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

ბოლო ხუთ წელიწადში იახტების იმპორტი 4-ჯერ გაიზარდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
iaxta
iaxta

საქართველოში იახტების და სხვა მოცურავე საშუალებების იმპორტი, ბოლო ხუთ წელიწადში 267.7%-ით გაიზარდა. როგორც საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2019 წელთან შედარებით, იახტების და სხვა მოცურავე საშუალებების იმპორტი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა.

2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველომ 3 584 420 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისთვის) იყიდა, მაშინ როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი  974 920 აშშ დოლარი იყო.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2024 წლის 8 თვეში საქართველომ უკვე 4.06 მლნ აშშ დოლარის იახტები და სხვა მცურავი საშუალებები იყიდა.

კომპანიები, რომლებსაც საქართველოში ყველაზე მეტი მცურავი საშუალება შემოჰყავთ, შემდეგია:

  • ი.მ ლუკა ჭიჭინაძე
  • შპს VITA – 2013 წელს რეგისტრირებული კომპანიის წილის 50%-ს მიხეილ წულაძე ფლობს, 50% ეკუთვნის კომპანიის დირექტორს მიხეილ ბოგვერაძეს.
  • შპს ოკეანიუს 3 – 2023 წელს რეგისტრირებული კომპანია ლუკა კირკიტაძის საკუთრებაა. 
  • შპს ტრანსპორტერი – 2015 წელს რეგისტრირებული კომპანიის 90% სერგო შუღაროვის საკუთრებაა, 10% კი აკაკი ალადაშვილს ეკუთვნის. 
  • შპს ჯი-თი გრუპი – 2005 წელს რეგისტრირებულ კომპანიას თანაბრად 33.3%-ად იყოფა სამ მფლობელზე: გიორგი გველესიანი, გიორგი თავდიშვილი და თემურ უსტიაშვილი.

ცნობისთვის, ბოლო წლების განმავლობაში იახტების და კატერების ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი კომპანია Ramses Yachts-ი გაჩერებულია.

commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…