გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

ბიზნესში გასტრონომიას დიდი როლი აქვს – სებასტიან რიპარი

ყველა სიახლეზე დაბრუნება
sebastian ripari
sebastian ripari

ბიზნესში გასტრონომიას ძალიან დიდი როლი აქვს, რადგან მას დიდი შემოსავლის მოტანა შეუძლია, – ამის შესახებ გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტმა სებასტიან რიპარიმ გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი” განაცხადა.

მისივე შეფასებით, სხვაობა კარგსა და ძალიან კარგ რესტორანს შორის არის მასპინძლობა და მომხმარებლებთან კომუნიკაცია.

“ბიზნესის განვითარება ნიშნავს შეთავაზების მიღებას, მაგრამ ამასთან, უნდა შევინარჩუნოთ ეროვნული დნმ-ი. მაყურებელს მინდა მივმართო – ნუ გააკეთებთ სხვების ასლს, არ მინდა საქართველოში გავსინჯო ის, რასაც მივირთმევ  გერმანიაში, ან სხვა ქვეყანაში.

დღეს ქართული სამზარეულო არ არის კარგად ცნობილი. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ისეთი ინსტრუმენტები, როგორიც არის მაგალითად, საერთაშორისო ფორუმი “გასტრო ბათუმი”, როდესაც შეფები და ექსპერტები საქართველოში ჩამოდიან.

ქართული სამზარეულო  რეგიონული სამზარეულოებისგან შედგება. ჩვენ ერთი და იგივე კერძებს არ მივირთმევთ თბილისსა და ბათუმში. შესაბამისად, წინ უნდა წამოვწიოთ და განვავითაროთ ადგილობრივი პროდუქცია. მე ვესაუბრე რამდენიმე შეფს და გავიგე, რომ საქართველო ნუშსაც აწარმოებს, რაც აქამდე არ ვიცოდი. მოახდინეთ ინვესტიციები პროდუქციაში, ბრენდებში, შექმენით მათ შორის, კავშირები და უნიკალური პროდუქტები“, – აცხადებს სებასტიან რიპარი.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…