გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

“ბიზნეს ტურიზმი პოზიტიურად ვითარდება” – ირმა კოდუა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Irma kodua
Irma kodua

ბიზნეს ტურიზმის მიმართულებით საქართველო ძალიან პოზიტიურად ვითარდება, – ამის შესახებ “საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის” დამფუძნებელმა ირმა კოდუამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.

მისივე შეფასებით, აღნიშნული მიმართულებით სამუშაო კიდევ ბევრია, თუმცა დასაწყისისთვის ქვეყანას კარგი ბაზა აქვს.

“ძალიან სასიამოვნოა, როდესაც უცხოელი ტურისტები ჩამოდიან და აღნიშნავენ, რომ ადგილზე ბევრად უფრო მეტი ხვდებათ, ვიდრე ელიან. მიუხედავად ამისა, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი იმისთვის, რომ დავფიქსირდეთ როგორც სტაბილური მიმართულება, სადაც ბიზნეს ღონისძიებები ტარდება. აუცილებელია, რომ ტურისტს მაქსიმალურად მეტი აქტივობა შედარებით მისაღებ ფასად მივაწოდოთ. ფასი, რასაც იხდის სტუმარი, უნდა ღირდეს იმად, რომ ის აქ ჩამოვიდეს. როდესაც განგვიხილავენ მიმართულებად, სადაც ბიზნეს ღონისძიება უნდა ჩატარდეს, სხვადასხვა ქვეყანას გვადარებენ. ძირითადად, ეს არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ან თურქეთი”, – აცხადებს კოდუა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…