გადასვლა მთავარ შიგთავსზე
იმერეთიtravelnews.ge

ბიუჯეტური მოგზაურობის გზამკვლევი: აიხდინე ოცნებები WIZZ AIR-თან ერთად

ყველა სიახლეზე დაბრუნება
wizz air georgia

იმ ეპოქაში, სადაც მოგზაურობას საზღვრები არ აქვს, მაგრამ ხშირად, ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები შეზღუდულია, ბიუჯეტური მოგზაურობის უნარი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სხვა ხელმისაწვდომ ვარიანტებს შორის, Wizz Air უბრალოდ გამორჩეულია – ავიაკომპანია გვთავაზობს ბიუჯეტურ ბილეთებს ევროპისა თუ მის ფარგლებს გარეთ მიმართულებებით, თანაც, ქუთაისიდან პირდაპირი რეისით. Wizz Air-ით მაქსიმალურად ბიუჯეტური მოგზაურობისთვის კი, არსებობს რამდენიმე ოქროს წესი, რომელიც თქვენს ოცნებებს კიდევ უფრო სწრაფად აქცევს რეალობად.

  • დაგეგმეთ წინასწარ და თვალი მიადევნეთ ფასდაკლებებს

პირველი ნაბიჯი ბიუჯეტური მოგზაურობისკენ, ეს არის წინასწარი დაგეგმვა.  თვალი ადევნეთ აქციებსა და შეთავაზებებს www.wizzair.com-ზე, სადაც ძალიან ხშირად შეხვდებით ფასდაკლებულ ბილეთებს სხვადასხვა მიმართულებით. წინასწარ დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა და დაჯავშნით ბილეთები სააქციო პერიოდებში, ასე მაქსიმალურად დაზოგავთ თქვენს ფინანსებს და ავიაბილეთებს წარმოუდგენლად დაბალ ფასად შეიძენთ.

  • იყავით მოქნილი თქვენი მოგზაურობის თარიღთან დაკავშირებით

მოქნილობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება ყველაზე ბიუჯეტურ მოგზაურობას Wizz Air-თან ერთად. იფიქრეთ თქვენი მოგზაურობის თარიღების ცვლილებაზე, რათა დაჯავშნოთ ნაკლებად მოთხოვნადი დროები, როდესაც ბილეთების ფასები კიდევ უფრო დაბალია. გარდა ამისა, იყავით მზად, რომ თქვენი ფრენა სამუშაო დღეს დაემთხვეს, რადგან შუა კვირაში ფრენები ხშირად უფრო ხელმისაწვდომია.

  • იმგზავრეთ მსუბუქად, ზედმეტი ნივთების გარეშე

Wizz Air-ის სალონის ბარგის პოლიტიკა მოგზაურებს უამრავ შესაძლებლობას აძლევს დაზოგონ ბარგის საფასური. დარწმუნდით, რომ კარგად იცნობთ Wizz Air-ის სალონის ბარგის ზომებს და წონის შეზღუდვებს, ასე აეროპორტში უსიამოვნო სიურპრიზებს აიცილებთ თავიდან. მსუბუქი მოგზაურობა და ჩასაბარებელ ბარგზე უარის თქმა დაგეხმარებათ თქვენი მოგზაურობის საერთო ხარჯები მინიმუმამდე დაიყვანოთ.

  • დაჯავშნეთ პირდაპირ Wizz Air-ზე

Wizz Air-ის ბილეთების ყიდვისას აირჩიეთ პირდაპირი დაჯავშნა მათი ოფიციალური ვებსაიტის ან მობილური აპლიკაციის საშუალებით. მესამე მხარის გვერდის ავლით, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ დამატებითი გადასახადები და ისარგებლოთ ექსკლუზიური აქციებით, რომლებსაც უშუალოდ ავიაკომპანია გთავაზობთ. მაგალითად, აეროპორტში ავტომანქანის დაქირავების შესაძლებლობა, Wizz Air-ის შეთავაზებით ბევრად უფრო ხელმისაწვდომია.

  • თუკი ხშირად მგზავრობთ, მაშინ თქვენთვის ფრენა კიდევ უფრო იაფია

ისარგებლეთ ლოიალობის პროგრამით, Wizz Discount Club-ით, რათა ისარგებლოთ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ფასებითა და მოგზაურობასთან დაკავშირებულ სხვა სერვისებით. თუკი კლუბში გაწევრიანდებით, წელიწადში 34.99 ევროდ, მუდმივად ისარგებლებთ ფასდაკლებული ბილეთებით, ბარგის გადასახადით და ბორტის ექსკლუზიური კუპონებით, თანაც 1 თანმხლებ პირს უფასოდ შესთავაზებთ იგივე სერვისებს.

  • გამოიყენეთ ციფრული ტექნოლოგია

გადმოწერეთ Wizz Air-ის მობილური აპლიკაცია, რათა ადვილად მართოთ თქვენი ჯავშანი, ისარგებლოთ ონლაინ რეგისტრაციით და მიიღოთ მომენტალური განახლებები თქვენი ფრენის სტატუსის შესახებ. ასე შეგიძლიათ დაზოგოთ დრო და თავიდან აიცილოთ არასაჭირო სირთულეები აეროპორტში, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ უფრო სასიამოვნო ბიუჯეტური მოგზაურობის გამოცდილება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…