გადასვლა მთავარ შიგთავსზე
რაჭა - ლეჩხუმიtravelnews.ge

“ბიო ღვინის დამზადების რესურსი არ გვაქვს:

ყველა სიახლეზე დაბრუნება
marani velula
marani velula

რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ ძირაგეულში მდებარე, ღვინის მარნის “ველეულას” პროექტ მენეჯერის, ნინო მღებრიშვილის ინფორმაციით, ამჟამად, ტურისტულ ობიექტს ბიო ღვინის დამზადების რესურსი არ აქვს, რადგან აღნიშნული მიმართულების წარმოებისას – განსხვავებული ტექნოლოგიებია საჭირო.

როგორც მარნის პროექტ მენეჯერი “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, ქვეყნის მასშტაბით ბიო ღვინის მიმართულებით, სხვადასხვა ფესტივალები იმართება, რაც მომხმარებლებში მის პოპულარობას ყოველწლიურად ზრდის.

“ბიო ღვინის დამზადების  რესურსი არ გვაქვს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ, რასაც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა შეუძლია. მოგეხსენებათ, ბიო ღვინის წარმოებისას – დიდი გამოცდილება, შრომა, განსხვავებული ტექნოლოგიაა საჭირო. უნდა ვაღიარო, როდესაც კომპანია ამ ხაზის მიმართულებით ვითარდება, ვენახის მოვლაში უზარმაზარ შრომას დებს. კერძოდ, ყურძნის მოვლა, ღვინის წარმოება მსგავსი მიმართულების დროს სპეციფიკურია, დამატებით ბიო ღვინოს “თავისებურებები” აქვს. ვგულისხმობ, შრომასთან შედარებით მიღებული ნედლეული მცირეა. 

რაც შეეხება ზოგად ტენდენციას, ბიო ღვინის მიმართ მოთხოვნა მუდმივად მზარდია, მომხმარებლები ყოველწლიურად სულ უფრო ინტერესდებიან, თუმცა ჩვენ რადგან არ ვაწარმოებთ, მოთხოვნის პროცენტულად ციფრებში გამოსახვა გამიჭირდება”, – აცხადებს “ველეულას” წარმომადგენელი.

ნინო მღებრიშვილი რაჭაში მიღებული ყურძნის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ კომპანიას წელს კარგი მოსავალი ჰონდა. მისივე თქმით, ღვინის მარანი წელიწადში დაახლოებით, 10 000-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს. 

“წელს ზოგადად ძალიან კარგი რთველი  გვქონდა. ამასთან, ინფორმაციულ კამპანიებს ხშირად ვატარებთ, რომ მომხმარებლები დავაინტერესოთ, ღვინის “ივენთებიც” ხშირად გვაქვს. რაჭა ზოგადად, როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოელებისთვის ძალიან საინტერესო ადგილი გახდა”, – აცხადებს მარნის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, ღვინის მარანი “ველეულა” რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ ძირაგეულში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. 

კომპანიას საკუთარი ვენახები ძირაგეულში და საკეციაში აქვს, რომლის ფართობი 2 ჰექტარს მოიცავს. “ველეულა” ადგილწარმოშობის ღვინოს ხვანჭკარას ამზადებს. ამასთან, ტურისტულ ობიექტს “ალექსანდროული”, “ძელშავი” რაჭული “თეთრა”, “საფერავი” და “ცოლიკაური” აქვს.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…

ტურისტული გიდების რეგისტრაცია საქართველოში
აჭარა

ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურაგენტების რეგისტრაცია სავალდებულოა – 2027 წლიდან ჯარიმები ამოქმედდება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს ახალი საკანონმდებლო ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს. 2026 წლის 1 ივნისიდან ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების (ტურაგენტების) რეგისტრაცია ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში სავალდებულოა. რეგისტრაციის…