გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ბელგრადი არის ძალიან მნიშვნელოვანი კვანძი ევროპაში

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Tea Zakaradze
Tea Zakaradze

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ახალი მიმართულება გვაქვს, – აცხადებს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი.

თეა ზაქარაძის თქმით, ბელგრადი ევროპაში ძალიან მნიშვნელოვანი კვანძია.

„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ კიდევ ერთი ახალი მიმართულება გვაქვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ოპერირება დაიწყო ავიაკომპანია Air Serbia-მ, რომელიც კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს რეისებს ბელგრადის მიმართულებით. კიდევ ერთი კომფორტული მიმართულებაა და კიდევ ერთი დამატებითი კომფორტი ჩვენი მგზავრებისთვის. ბელგრადი არის ძალიან მნიშვნელოვანი კვანძი ევროპაში და ჩვენს მგზავრებს შეეძლებათ ბელგრადიდან ამერიკის, ასევე სხვა ევროპული მიმართულებით გადაადგილდნენ. ძალიან გვახარებს ეს ინფორმაცია.

აქვე მინდა დავამატო, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაქვს 14%-იანი მატება წინა წელთან შედარებით. გვემატება ევროპული და არამარტო ევროპული ავიაკომპანიები. ასე, რომ ჩვენთვის, აეროპორტის მმართველი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალ მიმართულებებზე მუშაობა და მოლაპარაკებები ახალ ავიაკომპანიებთან, რასაც ვაწარმოებთ“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…