გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

ბათუმში უცხოელი ტურისტები ადგილობრივებს აღემატება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
zgvis sezoni
zgvis sezoni

ბათუმის პლაჟზე უცხოელი ტურისტების წილი ადგილობრივებს მნიშვნელოვნად აღემატება, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან” პლაჟის ინვენტარისა და დაივინგის მომსახურების მფლობელმა, მყვინთავმა ზურა გათენაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არის დღეები, როდესაც მათი მომხმარებლების 100%-ვე უცხოელია. 

“ბათუმში წინა წელთან შედარებით შეზლონგისა და ქოლგის ღირებულება არ გაზრდილა. ამჟამად, 10 ლარი ღირს შეზლონგი, ხოლო 5 ლარი ღირს ქოლგა. ჩვენი საქმიანობა ძირითადად ამინდზეა დამოკიდებული, როცა კარგი ამინდია, მხოლოდ მაშინ გვყავს მომხმარებელი. მიუხედავად იმისა, რომ წელს ზღვის სეზონი გვიან დაიწყო მომხმარებლები მაინც გვყავს. რაც შეეხება სეგმენტაციას ძირითადად უცხოელები ჭარბობენ მათ შორის, რუსეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან. ამჟამად, 86 შეზლონგი და რამდენიმე ქოლგა მაქვს და ვგეგმავ დამატებას. ამ რესურსით დღეში ჩვენი შემოსავალი დაახლოებით 1000 ლარამდეა”, – აცხადებს ზურა გათენაძე.

ცნობისთვის, 20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნა. ბიზნესის წარმომადგენლები ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად ტურისტული ნაკადების ზრდას პროგნოზირებენ. 

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…