გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

ბათუმში მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იწყება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
sastumro kompleqsi batumshi
sastumro kompleqsi batumshi

ბათუმში ახალი მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იწყება, – ORBI Continental-ის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბათუმისა და მთლიანად აჭარის განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ 300 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია სახელმწიფოსადმი კერძო სექტორის ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

“ეს თანამედროვე სტანდარტების პროექტი იქნება ერთგვარი სავიზიტო ბარათი, რომელიც გაამდიდრებს ბათუმის იერსახეს და ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებას. ტურიზმისა და მშენებლობის სექტორი არის ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალა და ჩვენი მხრიდან მომავალშიც მაქსიმალური ხელშეწყობა და მხარდაჭერა ექნება ამ ორი სექტორის განვითარებას. მივესალმებით ნებისმიერ ასეთ შთამბეჭდავ კერძო ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სექტორების და ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ 1 500 ადამიანი იქნება დასაქმებული პროექტში უშუალოდ მშენებლობის ეტაპზე, ხოლო დასრულების შემდეგ 2 000 ადამიანი იქნება დასაქმებული ამ მულტიფუნქციურ ინფრასტრუქტურაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და „ორბი ჯგუფს“ პროექტის დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა.

ორბი ჯგუფის ახალი სასტუმრო კომპლექსი ORBI Continental-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა და “ორბი ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ.

ღონისძიების დასასრულს პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და “ორბი ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს.

ახალი მასშტაბური სასტუმრო კომპლექსი ბათუმის ბულვარში, ზღვის სანაპიროზე აშენდება. კომპლექსი 55 და 37-სართულიანი ორი ცათამბჯენისგან შედგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…