გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის ისტორიული დღეა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
levan mosiashhvili
levan mosiashhvili

პირველად, წლის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, რაც უპრეცედენტო ფაქტია ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტის არსებობის ისტორიაში. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მემილიონე მგზავრი, გერმანიის მოქალაქე მიჰალ ნატოვიჩი გახდა, რომელიც საქართველოში ტურისტული ვიზიტით, შვილებთან ერთად იმყოფებოდა. სამშობლოში ის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საზეიმო ღონისძიებითა და სიმბოლური საჩუქრებით გააცილეს. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ყველა დროის რეკორდს მოხსნის და მგზავრთნაკადი მილიონ 200 ათასამდე გაიზრდება.

,,ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის დღეს ისტორიული დღეა – აეროპორტი, წლის ჭრილში, პირველად მოემსახურა მემილიონე მგზავრს.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში  წელს, აეროპორტის ოპერატორმა კომპანია TAV Georgia-მ უპრეცენტო მასშტაბის ღონისძიებები განახორციელა: რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, გაფართოვდა ბაქანი, იგეგმება სამუშაოების ჩატარება სამგზავრო ტერმინალში. 

წლის განმავლობაში ველოდებით რომ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მილიონ 200 ათასამდე მგზავრ მივიღებთ და მოვემსახურებით. რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ტურისტული ნაკადების მოზიდვასთან დაკავშირებით, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან, რათა მიმზიდველი გავხადოთ საქართველოს ყველა აეროპორტი, მივიღოთ მეტი ტურისტი, მეტ კმაყოფილ მგზავრს მოვემსახუროთ და მაქსიმალურად გავზარდოთ ეს მაჩვენებელი,-‘’ განაცხა ლევან მოსეშვილმა. 

ბათუმის აეროპორტში 2025 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის ზრდამ  32%-ი შეადგინა. მგზავრთა რაოდენობის ზრდა უპრეცედენტო იყო აგვისტოში, როდესაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ერთი თვის ჭრილში პირველად მოემსახურა 200 000-ზე მეტ მგზავრს. 

2025 წელი ისტორიული იქნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის მგზავრთნაკადის კუთხით. წინასწარი პროგნოზით, წლის ბოლომდე ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი ყველა დროის რეკორდს მოხსნის და მილიონ 200 ათასს მიაღწევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…