გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

ბასკეთის გასტრონომიული აკადემია სტუდენტებს 2025 მიიღებს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
basketis gastronomiuli akademia
basketis gastronomiuli akademia

გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის და ბასკეთის კულინარიული ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობით,  გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. აკადემია  პირველ სტუდენტებს 2025 წლის შემოდგომაზე მიიღებს. 

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის ინიციატორმა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განუცხადა, სასწავლო პროგრამები უკვე დამუშავებულია და ამ ეტაპზე, ლექტორების გადამზადება მიმდინარეობს.

“გურჯაანში,  ბასკეთის გასტრონომიული აკადემიის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, დაგვიანების საფრთხე არ ჩანს და 2025 წლის ზაფხულის დასაწყისში მშენებლობა სრულად დასრულებული იქნება.

კულინარიული ცენტრის მიზანი არის, რომ საშემოდგომო სემესტრში უკვე სტუდენტები მიიღოს. პარალელურად მიმდინარეობს ლექტორების გადამზადება. სასწავლო პროგრამები უკვე დამუშავებული და აკადემიური ნაწილი გეგმის მიხედვით მიდის. ეს იქნება 400 მოსწავლეზე გათვლილი აკადემია, საიდანაც 15% უცხოელი სტუდენტი უნდა იყოს. გარდა ამისა, პროექტში გათვალისწინებულია საერთო საცხოვრებელიც, რომელიც ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს. პროექტის ბიუჯეტი 17 მლნ. ლარია“, – აცხადებს დავით სონღულაშვილი.

შეგახსენებთ, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა 2022 წელს დაანონსდა. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.  პროექტის  ბიუჯეტი  დაახლოებით 17 მლნ ლარია.

რაც შეეხება ბასკური კულინარიის ცენტრს, სან სებასტიანში 2011 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი საუკეთესო გასტრონომიული სკოლაა მსოფლიოში, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სტუდენტები განათლებას იღებენ და სწავლის დასრულების შემდეგ, გასტრონომიულ სფეროში გლობალურ ასპარეზზე წარმატებულად საქმიანობენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…