გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

ბადაგონი დიონისეზე 6000 წლით ხნიერია!

ყველა სიახლეზე დაბრუნება
badagoni
badagoni

ჯერ კიდევ, ადამიანთა მოდგმის შორეული წინაპრები, უდიდეს პატივს მიაგებდნენ და ღმერთად აღიარებდნენ იმ ადამიანებს, ვინც ხალხის წარმოდგენით, პირველად გააშენა ვაზი და ადამიანს ვაზის კულტურა შეასწავლა. ასე იბადებოდნენ ღვინის ღვთაებები და ივსებოდა ღვინის ღმერთების პანთეონი.

 გავიხსენოთ თუნდაც ღვინის, თრობის, დროსტარებისა და სულიერი შვების  მომგვრელი ღვთაება – დიონისე,  რომელსაც ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში, ბახუსადაც მოიხსენიებდნენ.  ეგვიპტურ ღვთაებათა  პანთეონში – ხატონი თუ სხვა… 

ბადაგონის შესახებ თუ გსმენიათ? 

პირველი ინტრიგა ჩემთვისაც სახელი აღმოჩნდა. 

ჩვენი წინაპრებისთვის ბადაგონი იყო ღვინის, ნაყოფიერებისა და სიცოცხლის მფარველი ღვთაება, რომელიც ბერძნულ დიონისეზე 6000 წლით ხნიერია.

📜 ბადაგონის ისტორიული კვალი

📖 ექვთიმე მთაწმინდელი „მცირე სჯულის კანონში“ წერს:

👉 „ბადაგეონ, რომელი იგი ყურძენსა წნეხავს..“

📚 ივანე ჯავახიშვილი ბადაგონს ქართული ღვინის მფარველ ღვთაებად მიიჩნევს.

ბადაგი – ბადაგონის შთაგონება 

როგორც ჩანს, ღვინის ღვთაების პატივსაცემად უწოდეს ჩვენმა წინაპრებმა ყურძნის წვენსაც -ბადაგი, რომელიც ქართულ ენაში სიტკბოების სინონიმადაა მიჩნეული _ ღვინო თავისი თვისებებით, ხომ სიტკბოებისა და სიხარულის მომნიჭებელია… გურია-აჭარის ზონაში კი გავრცელებული იყო ვაზის ჯიში _ ბადაგი…

🗿 ბადაგონის სკულპტურა 

ფოტოზე ღვთაება ბადაგონის სკულპტურაა გამოსახული. ბადაგონის ფიგურა, რომელიც ძვ. წელთაღრიცხვის XI-X საუკუნეებით თარიღდება, არქეოლოგმა კიაზო ფიცხელაურმა აღმოაჩინა, მელაანის უძველესი წარმართული სამლოცველოს ტერიტორიაზე.   

ბადაგონის შესახებ სამეცნიერო კვლევა ეკუთვნის მეცნიერ ზაურ ქოქრაშვილსა. მოძიებული მასალებს, მან მიუძღვნა ნაშრომი «ქართული ფენომენი – ღვინო და ღვინის ღვთაება ბადაგონი».

გზავნილები ისტორიის წიაღიდან

📍 ბადაგონის ქანდაკება – შიშველი მამაკაცის ბრინჯაოს  სკულპტურა:

🍷  ღვთაება ხელგაშლილი გამოსახული , – ეს ნიშნავს, რომ ღვინით სავსე ყანწით ეგებება ვაზზე მლოცველთ. ეს ღვინის სიწმინდისა და ცხოვრების დღესასწაულია.

მარცხენა მკლავის ქვეშ სატევარი აქვს, – ის არის ოჯახისა და სამშობლოს დამცველი

 ყანწი – ღვინისა და მოლხენის, ზოგადად ქართველი კაცის ვაზისადმი დამოკიდებულებაზე მიანიშნებს. 

აღგზნებულ მდგომარეობაში გამოსახულია, – სიცოცხლის გამგრძელებლისა და უკვდავების სიმბოლოდ.

💬 თქვენ რა იცით ბადაგონის შესახებ?

📣 გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!

ავტორი: შორენა მერკვილაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…