გადასვლა მთავარ შიგთავსზე
შიდა ქართლიtravelnews.ge

აზიელ სტუმრებს საქართველო აზიის შვეიცარიად მიაჩნიათ

ყველა სიახლეზე დაბრუნება
merebashvilis mamuli
merebashvilis mamuli

“მერებაშვილის მამულის” დამფუძნებლის, შალვა მერებაშვილის ინფორმაციით, ტურისტულ ობიექტზე ჩასულ აზიელ სტუმრებს საქართველო აზიის შვეიცარიად მიაჩნიათ.

როგორც მეღვინე და ტურისტული კომპლექსის მფლობელი “ბიზნესპარტნიორთან” განმარტავს, აღნიშნულ ბაზარზე ღვინის მოხმარება ბოლო 10 წელიწადში 60%-ით გაიზარდა, შესაბამისად, ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს.

“აზიურ ქვეყნებს საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი აქვთ. ჩვენთან ჩამოსული სტუმრები, რომლებიც ტაილანდიდან, სინგაპურიდან გვსტუმრობენ უშუალო კომუნიკაცია მაქვს, ხშირად ვეკითხები რატომ აირჩიეს ეს ქვეყანა – თითქმის ყველა ერთ აზრზეა: საქართველო აზიის შვეიცარიად მიაჩნიათ. აღნიშნული ქვეყნები საქართველოს მაინც აზიად მოიაზრებენ. მოკლედ, ჩვენი ქვეყნის მიმართ ძალიან დიდი დაინტერესებაა, განსაკუთრებულ ყურადღებას ტრადიციებს აქცევენ და აფასებენ. შესაბამისად, როდესაც ქვეყანას ეცნობიან კარგად იციან, რომ საქართველოს სავიზიტო ბარათი ღვინოა, თავისი 8 000 წლიანი ისტორიით.

აზიურ ბაზარზე ღვინის მოხმარება ბოლო 10 წელიწადში 60%-ით გაიზარდა, ამიტომ აღნიშნული სეგმენტი მაღალი ალკოჰოლური სასმელებიდან ღვინის დაგემოვნებაზე გადავიდა. ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, თუმცა უმაღლესი ხარისხი უნდა დავაკმაყოფილოთ, რათა ჩვენი ნიშა დავიკავოთ. აუცილებელი კიდევ უფრო მეტი აქტიური მარკეტინგული ჩართულობა, ღვინის ეროვნული სააგენტო კერძო სექტორთან ერთად ბერს აკეთებს, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ მეტია, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ”, – აცხადებს შალვა მერებაშვილი.

როგორც ტურისტული კომპლექსის მფლობელი განმარტავს, ვიზიტორების 99%-ი საერთაშორისო სტუმრებზე მოდის, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ღვინის მიმართულებით ძირითადად კახეთს სტუმრობს.

“წელს ჩვენს მამულს სასტუმრო დაემატა, რომელიც 6 სხვადასხვა კატეგორიის ოთახისგან შედგება, სივრცე 15 სტუმარზეა გათვლილი. მშენებლობა გასულ წელს  დავიწყეთ და რამდენიმე თვის წინ –  ივნისში გავხსენით.  მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არა მხოლოდ მიღება-გამასპინძლების სერვისი გვაქვს, არამედ სტუმარს ადგილზე დარჩენასაც ვთავაზობთ. სასტუმროს გახსნის შემდეგ მომხმარებლების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა, რასაც სწორედ ახალი ობიექტის გახსნას ვუკავშირებ.

ზოგადად, სასტუმროს სფერო ასეთია – პირველ წელს დატვირთულობა დაახლოებით, 30%-ს შეადგენს, შემდეგ წლებში კი მომხმარებლების რაოდენობა იზრდება. აღნიშნული ტენდენციის მიუხედავად, 30%-იან დატვირთულობას აგვისტოს ბოლოს უკვე გადავაჭარბეთ, კერძოდ, 40%-იანი დატვირთვა გვქონდა”, – აცხადებს მერებაშვილის მამულის წარმომადგენელი.

შალვა მერებაშვილი უშუალოდ მომხმარებლების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვიზიტორები ყველაზე ხშირად გერმანიიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან სტუმრობენ.

“მერებაშვილის მარნის” დამფუძნებელი ინფრასტრუქტურულ საკითხსაც მიმოიხილავს და ხაზს უსვამს, რომ კასპში აღნიშნული ხაზით პრობლემები არ არის.

“წლების წინ გზის პრობლემა გვქონდა, მაგრამ ახლა ეს საკითხი მოგვარებულია, სტუმარს გადაადგილება და ტურისტულ ლოკაციებამდე მოსვლა არ უჭირს. ამასთან, საგზაო ნიშნების მაჩვენებლებიც გვაქვს. აქედან გამომდინარე, ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ნაკლებად ვაწყდებით”, – აცხადებს “მერებაშვილის მამულის” დამფუძნებელი.

ცნობისთვის, “მერებაშვილის მამულის” მეღვინეობა და სასტუმრო შიდა ქართლში, კასპში მდებარეობს, ტურისტულ ობიექტს 2 ჰექტარზე გაშენებული ვენახი სოფელ ოკამში აქვს. მარანი ადგილობრივ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. რაც შეეხება სასტუმროს ფუნქციონირება რამდენიმე თვის წინ, ივნისში დაიწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…

ტურისტული გიდების რეგისტრაცია საქართველოში
აჭარა

ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურაგენტების რეგისტრაცია სავალდებულოა – 2027 წლიდან ჯარიმები ამოქმედდება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს ახალი საკანონმდებლო ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს. 2026 წლის 1 ივნისიდან ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების (ტურაგენტების) რეგისტრაცია ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში სავალდებულოა. რეგისტრაციის…