გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

ახალი პროექტები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Batumi International Airport
Batumi International Airport

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია ტავ ჯორჯია განაგრძობს ინვესტიციების განხორციელებას ორი საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ბათუმში 2025 წელს რამდენიმე პროექტია დაგეგმილი. სამუშაოების ნაწილი უკვე დაწყებულია, ნაწილი კი უახლოეს პერიოდში იგეგმება.

მხოლოდ 2025 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მათ შორის IT ინფრასტრუქტურისა და საოპერაციო ტექნიკის შეძენისთვის ტავ ჯორჯიას 12,5 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია აქვს გათვალისწინებული.

“ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე პროექტი გვაქვს დაგეგმილი, როგორც აეროდრომზე, ასევე ტერმინალის ნაწილში. მომატებული მგზავრთნაკადის ფონზე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურაც პასუხობდეს ყველანაირ გამოწვევას, რათა მომსახურების ხარისხის ის მაღალი სტანდარტი შევინარჩუნოთ, რომელსაც უკვე წლებია ჩვენი მგზავრები შევაჩვიეთ.” – აცხადებს ტავ ჯორჯიას ტექნიკური მენეჯერი ალუდა ცაბაური.

პირველი პროექტის ფარგლებში, 2025 წლის შემოდგომისთვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა დახვედრის ზონის გაფართოების სამუშაოები დასრულდება. იგეგმება ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც ინტეგრირებული იქნება მგზავრების დახვედრის ზონასთან და დამატებით საოფისე სივრცეების მოწყობის შესაძლებლობას წარმოშობს, რაც აეროპორტის ოპერაციებისა და კომერციული გამოყენებისთვის არის განსაზღვრული.

ასევე, რიგების მოსაწესრიგებლად და გამტარუნარიანობის გასაუმჯობესებლად მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება იგეგმება. მთავარი შესასვლელის მხრიდან ტერმინალს ასევე დაემატება ახალი სივრცე იმ ტერიტორიის ხარჯზე, რომელიც მანამდე მსუბუქი გადახურვით იყო წარმოდგენილი.

ტავ ჯორჯიას 2025 წელს მნიშვნელოვანი გეგმები აქვს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ნაწილშიც. საჰაერო ხომალდების სადგომების ტერიტორია გაფართოვდება 8200 მ²-ით და მოხდება დაზიანებული ხელოვნური ზედაპირის რეაბილიტაცია 14 000 მ²-ზე.

შედეგად, გაჩნდება შესაძლებლობა რომ აეროდრომზე ერთდროულად განთავსდეს 9 საშუალოგაბარიტიანი (ICAO: C code) თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი. 2025 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციაც დაიწყო, რომელიც მოიცავს ხელოვნური საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს კრიტიკულ ზონებში 45 000 მ2 ფართობზე.

გამტარუნარიანობის გასაზრდელად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობა მომატებული მგზავრთნაკადის გამო შეიქმნა. სხვაობა ცივფრებში საკმაოდ თვალსაჩინოა, როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, ასევე პანდემიამდელ პარიოდთან შედარებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…