“ახალი აეროპორტი რუსთავის განვითარებას შეუწყობს ხელს”

rustavi

ახალი საერთაშორისო აეროპორტი რუსთავის განვითარებას შეუწყობს ხელს, ამასთან, მოსახლეობისთვის ახალი დასაქმების ადგილების გაჩენას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ  განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

მისი განმარტებით, აეროპორტი არ არის მხოლოდ საავიაციო მომსახურება, თითოეულ აეროპორტს აქვს ბევრი სხვადასხვა დამხმარე სერვისი თუ მომსახურება, რომელიც ბევრ ადამიანს ასაქმებს, იქნება ეს ტექნოლოგიური, თუ რიგითი სამუშაო ადგილები.

„სივრცითი განვითარების კუთხით, ახალი ტერიტორია მოგვცემს შესაძლებლობას, მეტად განვითარდეს რუსთავი, რუსთავის მოსახლეობისთვის ახალი დასაქმების ადგილები ჩნდება. აეროპორტი არ არის მხოლოდ საავიაციო მომსახურება. თითოეულ აეროპორტს აქვს ბევრი სხვადასხვა დამხმარე სერვისი, თუ მომსახურება, რომელიც ბევრ ადამიანს ასაქმებს, იქნება ეს ტექნოლოგიური, თუ რიგითი სამუშაო ადგილები. ვფიქრობ, ეს დამატებითი პლუსი იქნება. საბოლოოდ, ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი აგლომერაციის ჩამოყალიბებას თბილისსა და რუსთავს შორის, მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხითაც. გამარჯვებიდან რუსთავამდე მონაკვეთი გაივლის ახალი აეროპორტის ტერიტორიას“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა 2023 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაანონსა. აღნიშნული პროექტის დეტალებზე კი დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები