გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ახალი აეროპორტი ეკონომიკას ყოველწლიურად 0.2 პროცენტით გაზრდის

ყველა სიახლეზე დაბრუნება
mariam_kvirvishvili
mariam_kvirvishvili

ვაზიანის ახალი აეროპორტის პროექტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს მთავრობისთვის ისტორიული უწოდა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, პროექტში ჩართულია ყველა სამთავრობო უწყება, რათა აეროპორტი დადგენილ ვადებში ამოქმედდეს.


მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მიმდინარეობა მუშაობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ვაზიანის აეროპორტამდე მისასვლელი ახალი გზის პროექტთან დაკავშირებით. მისი თქმით, ვაზიანის აეროპორტი, არსებული გეგმა – გრაფიკით, დედაქალაქიდან დაშორებული იქნება 11,5 კმ-ით.


„მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას ჰქონდეს თანმიმდევრული პოლიტიკა. 2026 წელს, როდესაც ვაზიანის პროექტის ფარგლებში ტექნიკური სამუშაოები დასრულდება, გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ეს კავშირში არ იქნება თბილისის არსებული აეროპორტის ოპერატორის კონტრაქტის ამოწურვაზე. 2026 წელი არის ის აჩქარებულად გონივრული ვადა, რომელიც შესაძლებელია ნებისმიერმა მთავრობამ გამოიყენოს, რათა დაასრულოს მუშაობა გენერალური განვითარების გეგმაზე, არქიტექტურა – დიზაინზე, გზშ-ზე და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტაციაზე, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს სამშენებლო სამუშაოებს,“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.


„ვაზიანის პროექტს, გარდა იმისა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ქვეყნის ავიაციისა და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში. უდიდესი ეკონომიკური ეფექტი ექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე – წლიურად საშუალოდ 350 მლნ ლარის დამატებითი კონტრიბუცია მოხდება ქვეყნის ეკონომიკაში, რაც მას ყოველწლიურად 0,2 პროცენტული პუნქტით გაზრდის,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

avianews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…