ბრიტანული კომპანია Skytrax-ის ვერსიით თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines ევროპაში 2025 წლის საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა.
Skytrax-ის რეიტინგი, რომელსაც ხშირად „ავიაციის ოსკარსაც“ უწოდებენ, ეფუძნება მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ მგზავრთა გამოკითხვას და წარმოადგენს ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტს ავიაკომპანიებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
საუკეთესო ავიაკომპანიები ევროპის სხვადასხვა რეგიონში
ევროპული საერთო რეიტინგის მიხედვით, Turkish Airlines-მა კვლავ დაიბრუნა ლიდერის პოზიცია ფართო მარშრუტული ქსელისა და მაღალი ხარისხის მომსახურების წყალობით. საუკეთესო ხუთეულში ასევე მოხვდნენ Air France, Swiss International Air Lines, British Airways და Lufthansa.
2025 წლის Skytrax-ის მსოფლიო ავიახაზების დაჯილდოებაზე Turkish Airlines-ს ჯამში 8 ჯილდო ერგო, მათ შორის:
- „ევროპის საუკეთესო ავიაკომპანია“,
- „მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს-კლასის კვება“,
- „საუკეთესო ავიაკომპანია სამხრეთ ევროპაში“,
- „საუკეთესო ეკონომ-კლასი ევროპაში“,
- „საუკეთესო ეკონომ-კლასის ბორტზე კვება ევროპაში“,
- „საუკეთესო ბიზნეს-კლასი ევროპაში“,
- „საუკეთესო ბიზნეს-კლასის ბორტზე კვება ევროპაში“,
- „საუკეთესო ბიზნეს-კლასი სამხრეთ ევროპაში“.
avianews.ge