გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ატირაუ – ახალი მიმართულება თბილისის აეროპორტიდან

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Air Astana
Air Astana

27 მაისს, Air Astana-მ ყაზახეთის ქალაქ ატირაუდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. Airbus 320 ტიპის თვითფრინავით ყაზახეთიდან საქართველოში 125 მგზავრი ჩამოფრინდა.

ყაზახეთის ქალაქი ატირაუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულიად ახალი მიმართულებაა. ატირაუ-თბილისი-ატირაუს საჰაერო ხაზზე Air Astana კვირაში სამჯერ, ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას იფრენს.

ამასთანავე, Air Astana 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კვირაში ოთხჯერ ასრულებს ავიარეისებს ქალაქ ასტანის მიმართულებით და კვირაში 10-ჯერ ქალაქ ალმათის მიმართულებით.

ასევე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Air Astana კვირაში ხუთჯერ სიხშირით ავიარეისებს ასრულებს ალმათიდან  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც.

ქალაქი ატირაუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იდუსტრიული ქალაქია ყაზახეთში, რომელიც კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით.  ატირაუს საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან 8 კმ-ით არის დაშორებული და უზრუნველყოფს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფრენებს, მათ შორის ევროპის მიმართულებითაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…