გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

აპიტურიზმის პოტენციალი საქართველოში

ყველა სიახლეზე დაბრუნება
აპიტურიზმი
აპიტურიზმი

საქართველოში აპიტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალია და ამ დარგით შესაძლებელია ტურისტები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან დაინტერესდნენ – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან” მეფუტკრე ტრენერი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თანადამფუძნებელი ვლადიმერ ვარდოსანიძე აცხადებს.

მისი შეფასებით, აღნიშნული სერვისის პოტენციური მომხმარებელია ყველა, ვინც ეკოტურიზმის მიმდევარია. ამის საშუალებას  კი ბუნება და  ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა იძლევა. არსებული პოტენციალით კი შეიძლება დაინტერესდეს  მთის რეგიონის მოსახლეობა და განსაკუთრებით ახალგაზრდობა.

აპიტურიზმი ტურისტული ინდუსტრიის შედარებით ახალი სექტორია, რომელიც ითვალისწინებს მეფუტკრეობაში რეკრეაციის მიზნით  ტურისტული ჯგუფების მოგზაურობას დასვენების, ხშირ შემთხვევაში კი, ცენტრიდან მოშორებულ ტრადიციულ დასახლებებში ადგილობრივი ტრადიციებისა და სოფლის ცხოვრების გაცნობას.

მეფუტკრე ტრენერი ფიქრობს, რომ დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მთავრობის ხელშეწყობა, რომელიც  შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვას და გზამკვლევების მოწყობას გულისხმობს.

რაც შეეხება წარმოებულ პროდუქციას, 30-მდე ჩამონათვალია, რის დამზადებაც მეფუტკრებს შეუძლიათ, როგორიცაა,  დიდნგელი, ფუტკრის რძე, ჭეო, ცვილი, ფიჭიანი თაფლი, ფუტკრის შხამი, თაფლზე დამზადებული ვაშლის ძმარი და სხვა.

გარდა ამისა, არსებობს კონკრეტული სქემა, როგორ შეიძლება დარგი განვითარდეს, ვარდოსანიძის განმარტებით, პირველ რიგში  უნდა  მოეწყოს სანიმუშო, სადემონსტრაციო საფუტკრეები  და გადამმუშავებელი საწარმოები განვითარდეს.

ტურისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, წარმოების ნებისმიერ პროცესს დაესწრონ და თვითონვე მიიღონ მონაწილეობა, დაახლოებით მასტერკლასების დონეზე.

,,მეფუტკრეობა მხოლოდ თაფლი არ არის, უამრავი პროდუქტის  წარმოება ადგილზევე არის შესაძლებელი. ამისთვის, სწორად უნდა განვითარდეს დარგი და ის საშუალებები, საიდანაც შეიძლება შემოსავალი მივიღოთ. ცხადია, ამას თბილისში ვერ გააკეთებ,  მაღალმთიან რეგიონში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში შეგვიძლია აპიტურიზმი მაღალ დონეზე განვავითაროთ. რაც მთავარია, ახალგაზრდებმა დაინახონ, რომ ამ საქმით ოჯახის შენახვა და ბიზნესის მოწყობა შეიძლება. მნიშვნელოვანია, მოეწყოს ინფრასტრუქტურა, გაკეთდეს  გზამკვლევი, მინიშნებები,  რომ  ყველა ლოკაცია ადვილად მოიძებნოს და გიდებს აღმა-დაღმა სირბილი არ უწევდეთ“, – აღნიშნავს ვლადიმერ ვარდოსანიძე.

ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, რამაც შეიძლება დარგის განვითარება შეაფერხოს, კადრების დეფიციტია.

ცნობისთვის, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება 2018 წლის ოქტომბერში დაფუძნებული  ორგანიზაციაა. გაერთიანების წევრია 13 სექტორული ორგანიზაცია (10 ასოციაცია და 3 კომპანია), ხოლო გაერთიანების ქოლგის ქვეშ მთელი საქართველოს მასშტაბით 4 000-ზე მეტი მეფუტკრეა.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…