გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

APA და EDA შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
daculi teritoriebis saaganto
daculi teritoriebis saaganto

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ექსპორტის განვითარების ასოციაციას (EDA) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილმა და ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) ფინანსურმა წარმომადგენელმა მაკა ჟამურაშვილმა მოაწერეს.  ინიციატივა bp-ს ფინანაური მხარდაჭერით განხორციელდება.

მემორანდუმი ითვალისწინებს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის აღჭურვას განახლებადი ენერგიის, მათ შორის მზის ენერგიის სისტემებით, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო და მდგრად ენერგომომარაგებას, გარემოზე ზემოქმედების შემცირებას და ეკოტურიზმის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

მემორანდუმის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების თანამშრომელთა გადამზადება მზის ენერგიის სისტემების უსაფრთხო ექსპლუატაციის მიმართულებით.

თანამშრომლობა ემსახურება ბუნებრივი გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვას, ვიზიტორთა უსაფრთხოების გაზრდასა და დაცული ტერიტორიის მართვის შესაძლებლობების გაძლიერებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…