ანაკლიაში სასტუმრო “ოქროს საწმისი” ₾15 მილიონად იყიდება

oqros-satsmisi

ანაკლიაში სასტუმრო „ოქროს საწმისი“ 15 მილიონ ლარად იყიდება, –  ამის შესახებ ინფორმაცია eAuction.ge-ზეა განთავსებული. 

ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილია „ოქროს საწმისი“ და მისი თანმხლები მიწის ნაკვეთები, რომელთა საერთო, ჯამური  ფართი 52 929 კვ.მ.-ს შეადგენს. სასტუმროს შენობა წარმოადგენს რკინაბეტონის ცხრა სართულიან ნაგებობას. ჯამში სასტუმროს შენობაში 106 ნომერია.

“სასტუმროს კომპლექსი შედის: შიდა და გარე აუზი, ბარ-რესტორანი და იახტ კლუბი . სასტუმრო აღჭურვილია მოძრავი ქონებით, რომელიც წარმოდგენილია დანართში. ქონებაზე გავრცელებულია შეზღუდვები და უფლებები, რომლებიც მოიხსნება მყიდველისათის საკუთრებაში გადაცემის დროისათვის,”-აღნიშნულია eAuction.ge-ზე ატვირთულ ინფორმაციაში.  ოქროს საწმისის“ აუქციონი 18 აპრილს გამოცხადდა და  22 აპრილს დასრულდება.

შეგახსენებთ, ანაკლიაში მდებარე  სასტუმრო „ოქროს საწმისის“ განმკარგავია  შპს “სანი”

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები