გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გეგმა დაამტკიცდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
ambasadori ailends batumi
ambasadori ailends batumi

სსიპ „სივრცითი და ურბანული განვითარების სააგენტომ“ „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა.

გავრცელებული ინფორმაციით, იგი მოიცავს ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის განაშენიანების გეგმას.

გეგმის მიხედვით, განაშენიანება 84 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება.

“ამბასადორი აილენდ ბათუმის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის განაშენიანების დეტალური გეგმა დამტკიცდა, რომელიც კუნძულზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის განაშენიანებას ითვალსიწინებს. სსიპ „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს” მიერ დამტკიცებულ განაშენიანების გეგმაზე, ქალაქგეგმარების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილებითა და ინოვაციური გეგმარებითი გადაწყვეტებით გამორჩეულმა, ბრიტანულმა კომპანია ARUP-მა იმუშავა.

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა კი, COLLIERS ლონდონისა და თბილისის ოფისების ერთობლივი მუშაობის შედეგად განხორციელდა.მასშტაბური პროექტი, 7000-ზე მეტ ადგილობრივს დაასაქმებს და აჭარის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს,”-აღნიშნულია გავრცეკებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება 2021 წლის ოქტომბერში დაანონსდა, რომელიც ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის შექმნას მოიცავს, სადაც  აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული  ინფრასტრუქტურა.

პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად $100 მილიონის ინვესტიციას კომპანია “ამბასადორი” განახორციელებს.

პროექტის მიხედვით, სამხრეთ ნახევარკუნძულის სავარაუდო ფართი – 20,0 ჰა-მდე იქნება, ჩრდილოეთ ნახევარკუნძულის სავარაუდო ფართი – 20,0 ჰა-მდე, კუნძული „ღუზა“ ფართი -10,0 ჰა-მდე, დამცავი მოლის სიგრძე – 1,3 კმ-ი იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…