გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ახალი აეროპორტის მშენებლობის შედეგად, 4-დან 18 მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთნაკადი

ყველა სიახლეზე დაბრუნება
irakli kobakhidze
irakli kobakhidze

აეროპორტების მიმართულებით გვაქვს ამბიციური გეგმები,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებზე და აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტორების მზარდი ნაკადია, რასაც ხელშეწყობა სჭირდება.

„ტურიზმი ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ბუნებრივია, სააეროპორტო ინფრასტრუქტურა უნდა დაეწიოს ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ოთხი მილიონიდან 18 მილიონამდე გაიზრდება მგზავრთნაკადი მას შემდეგ, რაც აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში. ამ მეგაპროექტის განხორციელება სათანადო ვადებში იქნება უზრუნველყოფილი. ასევე, დაწყებულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება. დღევანდელი მგზავრთნაკადი 1,7 მილიონი ადამიანია და დაგეგმილია 5 მილიონამდე რესურსების გაზრდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება 2030 წლისთვის დასრულდება.

„აქ საუბარია როგორც ელექტროენერგიის ტრანზიტზე, ასევე ინტერნეტის ტრანზიტზე. ჩვენ გვექნება ელექტროენერგიის პირდაპირ ტრანსპორტირების საშუალება მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებში, მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს პროექტი. პროექტი ხორციელდება პარტნიორებთან ერთად, მათ შორის არის ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყანა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…