გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

Ajet- ის ფრენები ტურიზმზე ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
2025 წლის პირველი კვარტალი — მაია ომიაძე

თურქეთის ავიაკომპანიამ AJet თურქეთის დედაქალაქ ანკარიდან თბილისის მიმართულებით  პირველი რეისი შეასრულა. რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.

თბილისის მიმართულებით ავიარეისების განახლებას დადებითად აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.  მისი თქმით, ფრენები ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტული ნაკადის გაზრდას.

„კომპანია AJet-მა საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირველი რეისი შეასრულა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თურქეთის მოქალაქეებს საქართველოს სამოგზაურო სტატისტიკაში, პირველ სამეულში ყოველთვის უჭირავთ ადგილი. AJet-ის ავიარეისები, ეს ახალი მიმართულება ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს საქართველოს ტურისტულ ბაზარზე და შესაძლებელი გახდება სწორედ ანკარიდან საქართველოში ბევრად მეტი, როგორც საქმიანი, ასევე ტურიზმის მიზნით მგზავრი ჩამოიყვანოს“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

პირველი რეისით თბილისში ავიაკომპანია AJet-ის გენერალური დირექტორი ქერემ სარფი ჩამოვიდა. საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, თურქეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას წინ უძღოდა მოლაპარაკებები ორი ქვეყნის მთავრობებს, მათ შორის, საავიაციო ხელისუფლებებს შორის. ავიაკომპანია Ajet – ის მიერ ანკარა – თბილისის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტისას გავრცელდა. ეს საკითხი ასევე განიხილეს საქართველო – თურქეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად თანავმჯდომარეობდა. ანკარასა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება მარიამ ქვრივიშვილმა ასევე „თურქეთის ავიახაზების“ ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა. 

Ajet თურქეთის უმსხვილესი ავიაგადამყვანის Turkish Airlines-ის  შვილობილი კომპანიაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…