გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

აჭარაში ტურისტული სეზონი გაიხსნა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
batumi
batumi

აჭარაში საზაფხულო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

აჭარის რეგიონის მცხოვრებლებს ტურისტული სეზონის გახსნა მიულოცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ.

როგორც სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, მიმდინარე წელს, აჭარის რეგიონში, ტურისტების რაოდენობა მზარდია და შესაბამისად, რეგიონი დამსვენებლებს განახლებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით ხვდება.

„დარწმუნებულები ვართ, რომ წელს ძალიან წარმატებული სეზონი გვექნება. აღსანიშნავია, რომ რეგიონში ვიზიტორების რაოდენობა მზარდია, შესაბამისად, მზარდია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. აჭარა საზღვაო ტურისტულ სეზონს ხვდება განახლებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით. გაიხსნა ბევრი ახალი განთავსების, კვების და გასართობი ობიექტი, როგორც ზღვის სანაპირო კურორტებზე, ასევე მთიან მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს ეტაპობრივად გავხსნით კიდევ ბევრ ახალ ტურისტულ ობიექტს, მათ შორის, ჩირუხში ევროპაში ყველაზე გრძელ ორზოლიან ზიპლაინს. ყოველივე ზემო აღნიშნულთან ერთად უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი წესრიგისა და ჯანმრთელობის დაცვა. დიდი მადლობა შინაგან საქმეთა
სამინისტროს, რომ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით საპოლიციო და სამაშველო ძალები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და ზრუნავენ, როგორც ადგილობრივების, ასევე, ტურისტების უსაფრთხოებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში, ტურისტული სეზონი იქნება წარმატებული და წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება.“- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ექვსი თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით – „მამაცობისთვის“ დააჯილდოვა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი, მოადგილეები – ალექსანდრე დარახველიძე, მარიამ ტაბატაძე, შალვა თადუმაძე, გიორგი ბუთხუზი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…