გადასვლა მთავარ შიგთავსზე
უცხოეთის სიახლეებიtravelnews.ge

AI 2025 წელსაც ყურადღების ცენტრში დარჩება – Amadeus

ყველა სიახლეზე დაბრუნება
AI 2025
AI 2025

2024 წელს საქმიანი მოგზაურობის ეკოსისტემაში AI (ხელოვნური ინტელექტის) გამოყენება საკმაოდ ძლიერი იყო და 2025 წელს ის ისევ სექტორის ყურადღების ცენტრში დარჩება, – ნათქვამია Amadeus-ის ახალ მოხსენებაში.

აღნიშნული შედეგი Mercury Analytics-ის გამოკითხვის შედეგად დაიდო, რომლის ფარგლებშიც 10 ქვეყნიდან 306 მოგზაურობის ტექნოლოგიების ლიდერი კომპანია გამოიკითხა.

ამრიგად, გამოკითხულთა 46%-მა დაასახელა გენერაციული AI, როგორც “უმაღლესი პრიორიტეტი” ყველა ტექნოლოგიას შორის მომავალ წელს – და ეს მაჩვენებელი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 61%-მდე გაიზარდა.

უფრო მეტიც, გამოკითხულთა 51%-ის აზრით, ხელოვნური ინტელექტი უკვე “მნიშვნელოვანია” ტურიზმის ინდუსტრიაში მათ ქვეყანაში. მისი ძირითადი აპლიკაციებია ციფრული ასისტენტები, პერსონალიზებული რეკომენდაციები და კონტენტის გენერირება.

გამოკითხულთა კიდევ 36% ელოდება, რომ ხელოვნური ინტელექტი აქტიურ ფაზაში შევა მომავალ წელს, ხოლო 11% მოელის, რომ ეს პროცესი ერთიდან ორ წლამდე გაგრძელდება.

თუმცა, ტურისტული კომპანიების 41%-მა განაცხადა, რომ მათ აქვთ ბიუჯეტი და რესურსები ამ ტექნოლოგიის განსახორციელებლად, ხოლო 87% მზადაა ითანამშრომლოს მესამე მხარის გამყიდველთან, რათა განავითაროს აპლიკაციები, რომელიც იქნება გენერაციულ AI-ზედაფუძნებული.

კითხვაზე, თუ რა ანელებს ტექნოლოგიების მიღებას, რესპონდენტებმა დაასახელეს მონაცემთა უსაფრთხოება (35%), გამოცდილების და ტრენინგის ნაკლებობა (34%) და პრობლემები მონაცემთა ხარისხთან და ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურასთან (33%) მიმართებაში. ბარიერები ასევე მოიცავდა ROI-სთან დაკავშირებულ საკითხებს, გამოყენების შემთხვევების ნაკლებობას (30%) და პარტნიორებთან ან მომწოდებლებთან დაკავშირების სირთულეს (29%).

ხელოვნური ინტელექტის გარდა, 2025 წელს პროფესიონალების დღის წესრიგში დადგება სხვა ტექნოლოგიები, მათ შორის მონაცემთა მენეჯმენტთან (38%-ის მიხედვით), ღრუბლოვანარქიტექტურასთან (36%), არაგენერაციული ხელოვნური ინტელექტის IT ინფრასტრუქტურასთან (34%) და ბიომეტრიასთან. 23%) დაკავშირებით.

avianews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…