საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 8 თვეში 849 448 ვიზიტორი დაფიქსირდა

saqartvelos daculi teritoriebi

2026 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ჯამში 849 448 ვიზიტორი დაფიქსირდა, მათ შორის 505 209 საერთაშორისო ვიზიტორი.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის ზაფხულის სამი თვის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა.

ვიზიტორების რაოდენობით ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიებს შორის არიან პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, მტირალას ეროვნული პარკი, სათაფლია და ოკაცეს კანიონი. აღნიშნულ ხუთ დაცულ ტერიტორიაზე ჯამურად ვიზიტორთა 68% დაფიქსირდა.

გაზრდილი ტურისტული ნაკადი საქართველოში ეკოტურიზმის მიმართ მზარდ ინტერესზე მიუთითებს. დაცული ტერიტორიების სააგენტო აგრძელებს ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ახალი ეკოტურისტული მიმართულებების განვითარებას, რათა ვიზიტორებს ბუნებრივ გარემოში მოგზაურობისა და სხვადასხვა ტურისტული აქტივობით სარგებლობის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ.

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print