საქორწილო ტურიზმის წამყვანი საერთაშორისო პლატფორმა WedWise საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და პერსპექტიულ დანიშნულების ადგილად მიიჩნევს.
სტატიის მიხედვით, საქართველო გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებითა და ლანდშაფტებით, კულტურული მემკვიდრეობით, გასტრონომიითა და ღვინის კულტურით, სტუმართმოყვარეობით, ასევე მრავალფეროვანი სივრცეებით, რომლებიც სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებების მასპინძლობის შესაძლებლობას იძლევა.
„როცა ტოსკანა, სანტორინი და ამალფის სანაპირო მუდმივად დაჯავშნილი და სულ უფრო ძვირი რჩება, საქართველო სილამაზის, კულტურისა და გამოცდილების იმავე დონეს გვთავაზობს, გაცილებით ნაკლებ ფასად“ .
„საქართველო მხოლოდ ლამაზი მიმართულება არ არის… ბუნება, კულტურა, ღონისძიებების სივრცეები, ფასისა და ხარისხის თანაფარდობა საქართველოს დღეს ერთ-ერთ ყველაზე გონივრულ არჩევნად აქცევს საქორწილო ტურიზმის ბაზარზე. ჩვენ ჩავედით, საკუთარი თვალით ვნახეთ ეს ყველაფერი და სრულიად დარწმუნებულები დავბრუნდით” – აღნიშნულია WedWise-ის მიმოხილვაში.


