მთავრობის ინიციატივით გასტრონომიის სააგენტო შეიქმნა

gastronomiis saagento
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული  პირი − გასტრონომიის ეროვნული სააგენტო.
მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

მუხლი 3
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა უზრუნველყოს:1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს უფროსის დანიშვნა.2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცება.
მუხლი 4
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო სახელმწიფო ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საბიუჯეტო კლასიფიკაციაში შესაბამისი პროგრამული კოდის დამატება.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 20 ივლისიდან.
Anchor
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე
Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print