აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის, ITB China-ს დაწყებამდე, შანხაიში 400-მდე ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი ბანერები განთავსდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, შანხაის საერთაშორისო აეროპორტსა და ცენტრალურ ქუჩებში დამონტაჟებულ სარეკლამო ბილბორდებზე ქვეყნის ტურისტულად მიმზიდველი და საინტერესო ადგილებია ასახული.
საქართველო გამოფენაზე მასშტაბური სტენდით, მრავალფეროვანი ტურისტული და კულტურული პროგრამით წარდგენა.
საქართველოდან ITB China-ზე 30-მდე კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობს.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს


