FlyArystan ქუთაისიდან ასტანის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის

FlyArystan

ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ი ქუთაისი-ასტანა-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განრიგს ცვლის. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2026 წლის 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, რეისები კვირაში ორჯერ — ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ FlyArystan-მა ფრენების სიხშირე ყაზახეთის დედაქალაქსა და საქართველოს კიდევ ერთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას, ბათუმს შორისაც გაზარდა.

ბათუმიდან პირდაპირი ფრენები 2 ივნისიდან 29 აგვისტომდე განხორციელდება, ხოლო 25 ივნისიდან რეისების რაოდენობა კვირაში ორის ნაცვლად სამამდე გაიზრდება და ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციითა და ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით. FlyArystan-ის დაბალბიუჯეტიანი მოდელი მგზავრებს საშუალებას აძლევს, წინასწარ თავად განსაზღვრონ მგზავრობის ღირებულება დამატებითი სერვისების არჩევით.

საბაზისო ტარიფი მოიცავს შემთხვევით შერჩეულ ადგილსა და 7 კილოგრამამდე ხელბარგს. ყაზახური ავიაკომპანია, რომელიც Air Astana-ს შვილობილი კომპანიაა, თანამედროვე Airbus A320 ტიპის ხომალდებით ოპერირებს და ზედიზედ სამი წელია ცენტრალურ აზიასა და დსთ-ში საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად სახელდება.

avianews.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print