ისრაელმა საჰაერო სივრცე დახურა – The Times of Israel

isralema omi daitsko

ისრაელმა საჰაერო სივრცე დახურა, – ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ირანის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების ფონზე ქვეყნის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ფრენებისთვის დაიხურა.

„საზოგადოებას ვთხოვთ, რომ აეროპორტებში არ მივიდნენ“, – ნათქვამია ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.

ასევე, სამინისტრო ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციები დაიცვან.

www.interpressnews.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print