FlyArystan ბათუმიდან ასტანას მიმართულებით პირდაპირ რეისებს იწყებს

FlyArystan

ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ი 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ახალ მარშრუტს – ბათუმი-ასტანა-ბათუმი ხსნის.

ფრენები განხორციელდება 2 ივნისიდან 29 აგვისტომდე, კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათს და შაბათს

გაფრენა ბათუმიდან: სამშაბათს 10:00-ზე, შაბათს 11:00-ზე.

გამოფრენა ასტანიდან: სამშაბათს 05:45-ზე, შაბათს 06:50-ზე.

რაც შეეხება ბილეთის ფასს, ერთი გზის ღირებულება 68 000 ტენგედან (დაახლოებით 380-400 ლარი) იწყება.

ასტანა ყაზახეთის თანამედროვე დედაქალაქია, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური არქიტექტურითა და დინამიური განვითარებით. ქალაქი იდეალური მიმართულებაა როგორც საქმიანი ვიზიტებისთვის, ისე ტურისტული მოგზაურობისთვის.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ყაზახეთში მოქმედებს უვიზო რეჟიმი 90 დღემდე ვადით.

ბილეთების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია FlyArystan-ის მობილურ აპლიკაციაში, ოფიციალურ საიტზე ([www.flyarystan.com](https://www.flyarystan.com)) და გაყიდვების სხვა არხებით. ავიაკომპანია მგზავრებს ურჩევს, მოგზაურობა წინასწარ დაგეგმონ საუკეთესო ტარიფების მისაღებად.

FlyArystan-ი ყაზახური ლოუკოსტერია, რომელიც Air Astana-ს ჯგუფში შედის. მან ოპერირება 2019 წლიდან დაიწყო და ფლობს Airbus A320-ის ტიპის თანამედროვე ავიაპარკს. კომპანია 2023, 2024 და 2025 წლებში Skytrax World Airline Awards-ზე ზედიზედ სამჯერ აღიარეს ცენტრალური აზიისა და დსთ-ს საუკეთესო ბიუჯეტურ ავიაკომპანიად.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print