11 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $4.4 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო

turizmidan shemosavlebi

2025 წლის იანვარ-ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.9%-ით გაიზარდა და 4.4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, – ინფორმაციას Galt & Taggart-ი ავრცელებს.

საინვესტიციო ბანკის ეკონომიკის ყოველკვირეული განახლების მიხედვით, მხოლოდ ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.7%-ით 305 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

“ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს და 4.9 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზრდება 2026 წელს”, – აღნიშნავენ Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print