ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2025 წელს 4.6 მლრდ, ხოლო 2026 – ში 4.9 მლრდ-მდე გაიზრდება

Galt & Taggart

ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს, ხოლო 4.9 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზრდება 2026 წელს, – ინფორმაციას Galt&Taggart ავრცელებს.

როგორც საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, მათი  შეფასებით, 2025 წლის ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.0%-ით გაიზარდა და 420 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.06 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (+5.0% წ/წ), ჩვენი შეფასებით“, – წერია ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print