ზუგდიდში ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა

zugdidis sportuli kompleqsi

ზუგდიდში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სპორტული კომპლექსი გაიხსნა. 

სპორტული კომპლექსი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. 

ზუგდიდის ახალი სპორტული კომპლექსი აღჭურვილია ისეთი ინფრასტრუქტურით, რომელიც მიიზიდავს ყველა ასაკისა და ინტერესის მომხმარებელს: დიდი (33×25 მ) და პატარა (16×8 მ) საცურაო აუზები, ტრენაჟორების და ძალოსნობის დარბაზები – ყველაფერი ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრების წესისთვის. 

თითოეულ დარბაზსა და აუზს აქვს საკუთარი გასახდელები და საშხაპეები როგორც სპორტსმენებისთვის, ისე მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის.

კომპლექსში სრულად გათვალისწინებულია ყველა ის სამუშაო თუ ტექნიკური სივრცე, რაც აუცილებელია მისი გამართული ფუნქციონირებისთვის. დამონტაჟებულია გათბობის, გაგრილების და ხანძარქრობის თანამედროვე სისტემები. შესასვლელ სივრცეში მოწყობილია  კაფე და მცირე ზომის მაღაზია. სპორტული კომპლექსი აღჭურვილია ცურვის, წყალბურთის და ძალოსნობის ვარჯიშისა და შეჯიბრებების ჩასატარებლად აუცილებელი ინვენტარით. 

zugdidis sportuli kompleqsi
zugdidis sportuli kompleqsi

მშენებლობის ფარგლებში კეთილმოეწყო სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაც — მათ შორის, პარკინგი 100 მსუბუქი ავტომობილისა და 3 ავტობუსისათვის. 

პროექტი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. 

სპორტული კომპლექსის მშენებლობას, აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით, 27 მილიონ ლარამდე მოხმარდა. 

პროექტი განხორციელდა „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს 4 სპორტული კომპლექსის მშენებლობას. დღეისათვის, უკვე ფუნქციონირებს რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის სპორტული კომპლექსები. მალე დასრულდება ახალციხის სპორტული კომპლექსის მშენებლობაც.  

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები