რეგიონების განვითარება კულინარიით უნდა მოხდეს

shota burjanadze

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის ინფორმაციით, საქართველოში რეგიონების განვითარება კულინარიის მიმართულებით უნდა მოხდეს.

როგორც შოთა ბურჯანაძემ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში აღნიშნა, ამჟამად, სარესტორნო სფეროში, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით დადებითი ტენდენციაა.

“ირან-ისრაელის ომმა ჩვენზეც იმოქმედა, მცირედი ჩავარდნა იყო, მაგრამ ჯავშნები უკან ბრუნდება. ჩვენი ქვეყანა ტურისტებისთვის ძალიან საინტერესოა, თუმცა მნიშვნელოვანი კითხვაა –  ტურიზმის კუთხით, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ?! ინდუსტრიული გასტრონომია ფართოდ გავრცელებული, ყველასათვის ხელმისაწვდომია. ამასთან, აუცილებელია რეგიონების კუთხით ეკო ტურიზმის განვითარება. საქართველო უნიკალური, მრავალფეროვანი ქვეყანაა – გასტრონომიული მიმართულებით დაწყებული,  ღირსშესანიშნაობებისა, თუ დასვენების კუთხით, ტურისტისთვის ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია, მაგრამ იმ დარგში, რასაც მე წარმოვადგენ მნიშვნელოვანია, რეგიონების განვითარება კულინარიის კუთხით მოხდეს. მინდა გითხრათ, რომ დღეს მზარეული ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროფესიად იქცა – ახლა სახელებზე და კერძზე დაფუძნებული ბიზნესი იქნება მნიშვნელოვანი”, – აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი.

შოთა ბურჯანაძემ ინფრასტრუქტურის კუთხითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში აღნიშნული მიმართულება ჯერ კიდევ, პრობლემატურ საკითხად რჩება.

“თბილისში ინდუსტრიული ტურიზმი უფრო თვალსაჩინოა, ტურისტი, რომელიც ქვეყანაში 5-6 დღით ჩამოდის მისი დედაქალაქში 2-3 დღით გაჩერება საკმარისი იქნება. ვიზიტორის რეგიონებში გასვლა, ინფრასტრუქტურული მიმართულებით იქნება, კულინარიული დაინტერესებით, თუ დასავლეთში პირდაპირი ფრენით – ამ მიმართულებების განვითარება ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია. სახელმწიფოს ჩართულობაა საჭირო – ინფრასტრუქტურა ყველაზე მნიშვნელოვანია. დღეს ინფრასტრუქტურის საკითხი ყველაზე დიდი გამოწვევაა, მაგალითად, საპირფარეშოს პრობლება, მანიშნებლები და ა.შ. ტურისტისთვის კონკრეტულ ადგილზე მისვლა მარტივი უნდა იყოს, გადაადგილების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს”, – აღნიშნავს შოთა ბურჯანაძე. 

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები