ტურიზმი კარგი სეზონის მოლოდინის რეჟიმშია – მაია მახათაძე

maia makhatadze

ტურიზმი კარგის მოლოდინის რეჟიმშია და ეს არ არის ცრუ მოლოდინი, რადგან ძალიან მაღალი დატვირთულობით დავიწყეთ სეზონი, –  ამის შესახებ კომპანია “რადარის” დამფუძნებელმა მაია მახათაძე გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, ირან-ისრაელის ომით გამოწვეული ჯავშნების გაუქმების ტენდენცია თითქმის შეწყდა.

“პირიქით, მატება დაიწყო, ანუ აღმავალ დინამიკაში გადავდივართ. მიუხედავად იმისა, რომ სამაგალითოდ მოსატანი არ არის ნებისმიერი კონფლიქტის შედეგი ტურიზმზე, მაგრამ შემდეგ უფრო ძლიერად ტალღა აქვთ, რომელიც გარკვეული დანაკლისის შემთხვევაში, შემდეგ ძლიერად შემოდის დადებით ჭრილში. თუ მოკლე პერიოდში ხდება რეგიონის აღდგენა და დამშვიდება ჯავშნების გრძელ ვადაზე გადადება არ ხდება. ანუ მოკლე პერიოდია და ისინი მალევე იგეგმებიან თავიდან. ხანდახან აქვს დადებითი ტალღის იმედი. ტურიზმი კარგის მოლოდინის რეჟიმშია და ეს არ არის ცრუ მოლოდინი, რადგან ძალიან მაღალი დატვირთულობით დავიწყეთ სეზონი”, – აცხადებს მაია მახათაძე.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას – “რადარის” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საქართველოს ტურიზმი დამსვენებლებისთვის საკმაოდ ხელმისაწვდომად გამოიყურება.

“მოგზაურიც ჭრელია და მისი ფინანსური ჯიბეც. ჩვენც ვართ ის ადამიანები, რომელთა სახარჯო ნაწილიც დამოკიდებულია საშემოსავლო ჯიბეზე. ჩვენი თანხებიც პირდაპირ დამოკიდებულია ხარჯვით ნაწილთან, თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც კორპორატიული კულტურის გარკვეულ ეტიკეტს ვიცავთ. თურქეთთან შედარებით შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ჩემთვის არის ცნობილი თურქეთის ბაზარიც საკმაოდ ძვირია, ამიტომ თუ ასეთ ჭრილში შევხედავთ ჩვენი ტურიზმიც საკმაოდ ხელმისაწვდომად გამოიყურება”, – აცხადებს მაია მახათაძე. 

შეგახსენებთ, რომ ისრაელი და ირანი რამდენიმე დღე ერთმანეთის ტერიტორიების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან დარტყმებს ახორციელებდნენ. ამ დროისთვის, ორ ქვეყანას  შორის ცეცხლი შეწყვეტილია,ამერიკის პრეზიდენტმა ისრაელ-ირანს შორის 12-დღიანი მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება 24 ივნისს დასრულებულად გამოაცხადა. 

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები