აბუ-დაბიში საქართველოს Mice tourism – ის პოტენციალს გაეცნენ

mice tourism

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  საკონვენციო და საგამოფენო ბიურო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესზე წარდგა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (GNTA)  ავრცელებს. 

რიგით მე-13 კონგრესზე საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც  არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ომანის, ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარისა და სხვა ქვეყნების კომპანიები გაეცნენ.

კონგრესის ფარგლებში, საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრებმა 30-მდე შეხვედრა გამართეს პოტენციურ დამკვეთებთან საქართველოში მსხვილი ღონისძიებების, კონგრესებისა და კონფერენციების ჩატარების მიზნით.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები