გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

2030 ში ველნეს ტურიზმიდან შემოსავლები 2 ტრლნს $ მიაღწევს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
wellness tourism
wellness tourism

ველნეს ტურიზმიდან გლობალური შემოსავლები 1 ტრილიონ დოლარს მიუახლოვდა. ასეთია გლობალური ველნეს ინსტიტუტის  მონაცემები.  დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ მსოფლიოში ველნესი გამორჩეულად სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა და მას აქვს რესურსი, გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გენერატორი გახდეს. ამ ფონზე, ქართველი ველნეს ექსპერტები აუცილებლად მიიჩნევენ საქართველოში ველნეს, იგივე გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებას.

ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ 2030 წელს  ამ სექტორიდან მიღებული შემოსავლები 2 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

საერთაშორისო ველნეს ექსპერტისა და თსსუ-ს საპატიო დოქტორის მიხეილ ქოჩიაშვილის განმარტებით, ველნეს ტურიზმს მთელ მსოფლიოში ბიძგი პანდემიამ და პოსტპანდემიურმა სარეაბილიტაციო საჭირობებემა მისცა. მთელ მსოფლიოში, ბოლო წლებში, ამ მიმართულებით სულ უფრო მეტი რესურსი იხარჯება.

„ბუნებრივია, ამ აქტივობებს შესაბამისი ფინანსური შედეგებიც მოჰყვა და გლობალური ველნეს ინსტიტუტის ინფორმაციით, ველნეს ტურიზმი მსოფლიოში ძალიან მზარდი – ამჟამად, უკვე თითქმის ტრილიონი დოლარის ღირებულების ინდუსტრიაა. კერძოდ, ამ სექტორიდან მიღებულმა შემოსავლებმა გასულ წელს – 895 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, 2025 წელს ნავარაუდევია, რომ შემოსავლები 978 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, 2029 წელს კი თითქმის ერთ-ნახევარ ტრილიონ დოლარს მიაღწევს“, – აღნიშნა მიხეილ ქოჩიაშვილმა, საერთაშორისო ველნეს ექსპერტმა.

მისივე განმარტებით, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ველნეს ტურიზმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამყარებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში, შესაბამისად, მისი საქართველოში განვითარება, სახელმწიფომ პრიორიტეტულ ამოცანად უნდა დაისახოს.

ცნობისთვის, მსოფლიოში ველნეს ტურიზმის ლიდერები – აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და შვეიცარია არიან. აღნიშნულ ქვეყნებში ველნეს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ყოველწლიურად, 17 მილიარდი დოლარიდან 300 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.

commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…