გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

Zuzumbo Resort & Spa ფართოვდება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Zuzumbo Resort & Spa
Zuzumbo Resort & Spa

აპრილში სასტუმროს 1 კოტეჯური შენობა და საფეხბურთო მოედანი დაემატება, – ამის შესახებ კახეთში მდებარე სასტუმრო Zuzumbo Resort & Spa-ს გენერალურმა მენეჯერმა ლიკა პარწიკანაშვილმა  “ბიზნესპარტნიორთან”  განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ახალ კოტეჯში 11 სასტუმრო ნომერი იქნება განთავსებული.

“2024 წელი კახეთისთვის ტურისტულად აქტიური წელი არ იყო. ეს განპირობებული იყო უამინდობით და გარდა ამისა, ტურისტები კახეთის რეგიონში დასვენებას უფრო დასავლეთის კურორტებს და ზღვის სანაპირო ქალაქებს არჩევდნენ. შეიძლება ითქვას, რომ მომხმარებლების მოთხოვნები შეიცვალა.

წინა წელთან შედარებით მოთხოვნა გაზრდილია. მათ შორის, ტურისტული ჯგუფების მხრიდანაც. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ადგილობრივები ქართველები არიან, თუმცა რა თქმა უნდა გყვავს  უცხოელი მომხმარებლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან“, – აცხადებს ლიკა პარწიკანაშვილი.

გარდა ამისა, როგორც სასტუმროს გენერალური მენეჯერი აღნიშნავს, Zuzumbo Resort & Spa წინასწარ ჯავშნებს აქტიურად იღებს და ძირითადად მოთხოვნა აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით არის.

“თელავში რამდენიმე საერთაშორისო სპორტული ტურნირი ტარდება და შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ შარშანდელთან შედარებით უფრო მეტი მომხმარებელი გვეყოლება. წინასწარი ჯავშნები გვაქვს როგორც აზიის, ისე ევროპის ქვეყნებიდან”, – აცხადებს ლიკა პარწიკანაშვილი.

ცნობისთვის, 66 ნომრიანი სასტუმრო  Zuzumbo Resort & Spa 2020 წელს თელავში გაიხსნა. სასტუმრო 8 სართულიან მთავარ შენობასა და ფიჭვნარში განთავსებულ ცხრა კოტეჯს მოიცავს. სასტუმროს ბაზაზე განთავსებულია ასევე  რესტორანი ბარითა და ვერანდით, ლაუნჯი, ღია კაფე, კახური ეზო, ღია და დახურული საცურაო აუზები, საუნა, საკონფერენციო დარბაზი, საბავშვო სივრცე, ტურები კახეთის მასშტაბით.

პროექტის საინვესტიციო საწყისი მოცულობა 60 მლნ ლარს შეადგენს. დღეისათვის, Zuzumbo Resort & Spa 85-მდე ადამიანს ასაქმებს.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…