GNTA – Tripadvisor-თან ერთად მარკეტინგულ კამპანიას გეგმავს

gnta-tripadvisor

ITB Berlin-ის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე Tripadvisor-ის კლიენტებთან ურთიერთობისა და ტურისტული მიმართულებების ხელმძღვანელს ენტონი პაუელს შეხვდა.

Tripadvisor-ის წარმომადგენელთან შეხვედრაზე მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიების გამართვის საკითხები განიხილეს.


“ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ 2025 წელს დასახული მიზნების შესახებ, თუ როგორ დაეხმარება Tripadvisor-ი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ამ მიზნების განხორციელებაში.

დავგეგმეთ თუ რა ტიპის ისტორიები უნდა მოვუყვეთ ჩვენს აუდიტორიას, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს მიმართულების პოპულარიზაციას და წარმოვაჩინოთ თქვენი ქვეყნის სიძლიერე და კულტურა“-განაცხადა Tripadvisor-ის წარმომადგენელმა ენტონი პაუელმა.


ITB Berlin-ის 3 დღიან ტურისტულ გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 20-მდე კომპანიასთან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთა და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობდა.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები