ზესტაფონის აღმოსავლეთით, დაბა შორაპანში შემთხვევით გამვლელი მგზავრიც კი, აუცილებლად შენიშნავს მოზრდილი ციხის ნანგრევებს- ეს შორაპნის ციხეა, საქართველოს ისტორისს უწყვტი მატიანე..
შორაპნის ციხე პირველად ბერძენ ისტორიკოსსა და გეოგრაფ სტრაბონთან გვხვდება (ძვ.წ I – ახ.წ I სს.), რომლის ცნობებითაც, ციხე აგებული უნდა იყოს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულში, საქართველოს პირველი მეფის, ფარნავაზ I-ის მიერ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შორაპანი იმ დროიდანვე მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრი უნდა ყოფილიყო.
ისტორიულად, სწორედ ფარნავაზ I-ის მეფობის დროს ჩაისახა საქართველოს, როგორც ერთიანი ქვეყნის იდეა, და თუ დავეყრდნობით სტრაბონის ცნობებს, ეს პროცესი შორაპნიდან დაიწყო.
ეს ძველი ციხე საქართველოს სახელმწიფოებრიობის აკვანს წარმოადგენს და არა მხოლოდ სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობით, არამედ ისტორიული მემკვიდრეობითაც გამოირჩევა.
შორაპნის სტრატეგიული მნიშვნელობა
შორაპანი საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვან სატრანსპორტო გზაჯვარედინს წარმოადგენდა. აქ ერთმანეთს უერთდებოდა დასავლეთიდან მომავალი სამდინარო და სახმელეთო გზები აღმოსავლეთის სავაჭრო არტერიებთან.
ციხე-სიმაგრე არა მხოლოდ დამცავი ფუნქციით იყო გამორჩეული, არამედ ვაჭრობის, ტვირთების გადაზიდვისა და კომერციული საქმიანობის ცენტრადაც ითვლებოდა.იგი ვაჭრებსა და მოგზაურებს უზრუნველყოფდა ქარვასლა-ფუნდუკებით, სურსათით, გადასაზიდი სახმელეთო და სამდინარო ტრანსპორტით, სამჭედლო სახელოსნოებით, ბაზრით… აგებული იყო ნავსადგომი, საბაჟო მცველი რაზმებით, რადგან სავაჭრო გზებით მტერსაც შეეძლო მოსვლა და მოყვარესაც.
სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია დღემდე არ დაუკარგავს – თანამედროვე ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი და რკინიგზაც სწორედ აქ გადის.
არქეოლოგიური აღმოჩენები და ახალი მიგნებები
2016 წლიდან, შორაპნის ციხეზე არქეოლოგიური ექსპედიციები მიმდინარეობს, რომელსაც პროფესორი ვახტანგ ჯაფარიძე ხელმძღვანელობს. ბოლო წლებში აღმოჩენილია უამრავი მნიშვნელოვანი არტეფაქტი, მათ შორის არქაული ხანის სალოცავი ქოთანი და ქვის ღუზა, რომლებიც ცხადყოფს, რომ ეს ადგილი ათასწლეულების განმავლობაში დასახლებული იყო.
შორაპნის ციხე არ არის მხოლოდ საქართველოს ისტორიის ნაწილი – ის მნიშვნელოვანი ძეგლია მთელი რეგიონისთვის, რაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესასვლელადაც საკმარისი საფუძველია.
ავტორი: შორენა მერკვილაძე
თანაავტორი: გიორგი დვალაშვილი