OTM 2025-ზე დიდი ინტერესია MICE მიმართულებით

mice tourism

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, მუმბაიში, ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.  OTM 2025-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 45-მდე კერძო კომპანია მონაწილეობდა.  

გამოფენის შედეგებზე საუბრობს ტურისტული კომპანია Travel Door-ის წარმომადგენელი თამუნა პაპავა.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფართო ტურისტული ბაზარია ინდოეთი, სადაც საშუალება გვქონდა,  მთელი ინდოეთისთვის გაგვეცნო საქართველო, ჩვენი კულტურა.  

საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოფენაა, ვინაიდან ახალი მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის.  OTM 2025-ზე ძალიან დიდი ინტერესია  და საკმაოდ ბევრი მოთხოვნაა, როგორც საქართველოს სათავგადასავლო, ასევე MICE მიმართულებით.  

კორპორაციული ჯგუფების მოთხოვნები ხშირია და იმედი მაქვს, ამ მიმართულებით საკმაოდ განვითარდება ინდოეთის ბაზარი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით“,-ამბობს თამუნა პაპავა. 

OTM 2025-ზე, 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია. 

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები